კატო მიქელაძის პრემია

კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებათა დამცველებისთვის

ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, რომელსაც ყოველწლიურად,  29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.

კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი. 

კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ახალი სახეების წარმოჩენა, წახალისება. 

2013 წელს კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2014 წელს -  მარინა თაბუკაშვილი - ქალთა ფონდის „ტასო“ გენერალური დირექტორი, 2015 წელს - ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება, 2016 წელს - ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი. 

  1. 2023 წლის კატო მიქელაძის პრემია ალა პარუნოვას გადაეცა

    27 დეკემბერი, 2023

     

    2023 წელს, კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებადამცველებისთვის ქვიარ-ფემინისტ აქტივისტს, ალა პარუნოვას გადაეცა. 

  2. კატო მიქელაძის პრემია 2023

    30 ნოემბერი, 2022

     

    ერთწლიანი პაუზის შემდეგ, კატო მიქელაძის პრემია ბრუნდება. 2023 წელს დაჯილდოვება გაიმართება 22 დეკემბერს.

    კანდიდატის წარსადგენად, გთხოვთ, სრულად შეავსოთ მოცემული ფორმა

  3. კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებათა დამცველისთვის - 2021

    11 ოქტომბერი, 2021

     

    "ქალთა ფონდი საქართველოში" იწყებს კატო მიქელაძის პრემიის რიგით მერვე დაჯილდოებისთვის მზადებას. ნებისმიერ პირს შეუძლია ელექტრონული ფორმით დაასახელოს საკუთარი კანდიდატი, ხოლო პრემიის მფლობელს საგანგებოდ შექმნილი ჟიური გამოავლენს.

  4. 2020 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი მარიამ ქაჯაია გახდა

    30 ნოემბერი, 2020

    2020 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ფემინისტი აქტივისტი მარიამ ქაჯაია გახდა

  5. 2019 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ხატია ღოღობერიძე გახდა

    29 ნოემბერი, 2019

    2019 წლის კატო მიქელაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე გახდა. მისი სტატიები ხშირად ეხება ქალთა უფლებებს. გასულ წელს ხატია აქტიურად აშუქებდა სექსუალური შევიწროვების ფაქტებს.

  6. 2018 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი იდა ბახტურიძე გახდა

    4 დეკემბერი, 2018

    2018 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მფლობელი იდა ბახტურიძე გახდა, ხოლო ნატა ტალიკიშვილს სპეციალური ჯილდო გადაეცა სამომავლო საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

  7. 2017 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გამარჯვებული ქეთევან ხიდაშელი გახდა

    4 დეკემბერი, 2017

    2017 წლის კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული გახდა ქეთევან ხიდაშელი, გურიის რეგიონიდან. 

    პრემიაზე ნომინირინებული იყო 15 ქალი, რომელთა ნაწილმა დაჯილდოების ცერემონიაზე საკუთარ საქმიანობაზე, დაბრკოლებებზე, მიღწევებსა და რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

    პრემიის ახალი მფლობელი 2016 წლის გამარჯვებულმა,  ეკატერინე სხილაძემ დაასახელა. ქეთევან ხიდაშელისთვის ფულადი ჯილდო ჰოლანდიურმა ქალთა ფონდმა „Mama Cash”-მა დააწესა, ხოლო  გაეროს განვითარების პროგრამა პრიზის სახით უზრუნველყოფს მის დასწრებას გაეროს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის სხდომაზე, რომელიც ნიუ იორკში 2018 წლის მარტში გაიმართება.

  8. კატო მიქელაძის პრემია 2016

    10 ივნისი, 2016

    "ქალთა ფონდი საქართველოში"-ს მიერ 2013 წელს დაწესებული კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური ჯილდო ქალი უფლებადამცველებისთვის 2016 წელს გადაეცა ეკატერინე სხილაძეს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს და სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს

  9. კატო მიქელაძის პრემია 2015

    12 ივნისი, 2015

    2015 წლის კატო მიქლაძის პრემიის ლაურეატი გახდა ლია უკლება – ფემინისტი მხატვარი-აქტივისტი, რომელიც წლების განმავლობაში მეთოდურად მუშაობს ადამიანის უფლებების, კონკრეტულად, ქალთა უფლებების დაცვაზე. მისი  ნამუშევრები ზუსტად და მძაფრად წარმოაჩენენ ქალის პრობლემებს საქართველოში, ქალის ჩაგვრის მექანიზმებსა და მათ სტრუქტურულ ბუნებას. ლიას ნახატები და ინსტალაციები არის ღია პროტესტი ქალთა ჩაგვრისა და რელიგიის სახელით მათზე ძალადობის წინააღმდეგ.

  10. კატო მიქელაძის პრემია 2014

    30 ნოემბერი, 2014

    2014 წლის კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული გახდა ქალთა ფონდი "ტასო"-ს გენერალური დირექტორი, მარინა თაბუკაშვილი.

    დაჯილდოების ცერემონია 2014 წლის 28 ნოემბერს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. პრემიის გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ - 2013 წლის პრემიის გამარჯვებული ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ფანცულაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი და სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე.

  11. კატო მიქელაძის პრემია 2013

    30 ნოემბერი, 2013

    2013 წელს კატო მიქელაძის პრემიის პირველი მფლობელი გახდა ეკატერინე აღდგომელაშვილი, რომელსაც  თავისი დაუღალავი, უკომპრომისო და თავდაუზოგავი შრომით მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქალთა უფლებების დაცვის საქმეში საქართველოში.

    კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებულის საზეიმო დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა 29 ნოემბერს, კაფეში „ფრონტლაინი“.