"ქალთა ფონდი საქართველოში"-ს მიერ 2013 წელს დაწესებული კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური ჯილდო ქალი უფლებადამცველებისთვის 2016 წელს გადაეცა ეკატერინე სხილაძეს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს და სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს.
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საგანგებო პრიზი დააწესა პრემიის 2016 წლის მფლობელისთვის, რომელიც ეკატერინე სხილაძეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტმა გადასცა.
ღონისძიება 29 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართ