"ქალთა ფონდი საქართველოში"-ს ორგანიზებით, 5-7 აპრილს, ქ. ქუთაისში ჩატარდა პირველი ფემინისტური ფესტივალი. ფესტივალის თარიღი საქართველოში პირველი ფემინისტური გაზეთის “ხმა ქართველი ქალისა” 100 წლისთავს უკავშრიდებოდა. ფესტივალმა კიდევ ერთხელ წამოწია ის თემები, რაც ქალებისთვის ერთი საუკუნის წინაც და ახლაც აქტუალურია: პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, განათლება, ოჯახი და ქორწინება, გენდერული ჩაგვრა და უსამართლობა და მრავალი სხვა.

  1. ფემინისტური ფესტივალი ბათუმში

    24 ივლისი, 2019

    წელს ქალთა ფონდის, რიგით მესამე, ფემინისტური ფესტივალი სოლიდარობას მიეძღვნა. 

    სოლიდარობა უფრო მეტია, ვიდრე მიმღებლობა, სინამდვილეში ეს აქტიური მდგომარეობაა, რომელიც ჩვეგან ჩაგვრის მთელი იერარქიის გააზრებას და შესაბამისად, კონკრეტული, შეთანხმებული ნაბიჯების გადაგმას მოითხოვს.

  2. თელავის ფემინისტური ფესტივალი

    3 სექტემბერი, 2018

    1-3 ივნისს, „ქალთა ფონდმა საქართველოში“ მეორე ფემინისტური ფესტივალი თელავში გამართა. წლევანდელი ფესტივალის სახელი იყო "ჩაგვრა და პრივილეგია" და მის მთავარ თემას წარმოადგენდა მჩაგვრელი სისტემების ურთიერთკვეთა.

     

  3. ქალთა ფონდი და ფემინისტური ფესტივალი ქუთაისში

    31 ივლისი, 2017

    "ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი საფულე“ - ცნობილი სუფრაჟისტის ეს ცნობილი ფრაზა (სიუზან ბ. ენთონის მიერ დაწერილი 1853 წელს) დღესაც ისევე  საკვანძოა ფემინისტების დღის წესრიგში, როგორც ადრე, რადგან ფაქტია, რომ დღესაც უამრავი ქალი, ქალთა უამრავი ჯგუფი, იმ მწირ სახსრებსაც კი, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომია, ვერ იყენებს საკუთარი თავისთვის, საკუთარი განვითარებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და შესაბამისად ძალაუფლება ისევ და ისევ არათანაბრად ნაწილდება გენდერებს შორის.