ქალთა ფონდი გრანტებს გასცემს ქალთა ორგანიზაციებზე, საინიციატივო ჯგუფებზე და ინდივიდებზე, რომლებიც მუშაობენ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე
ქალთა ფონდი საქართველოში მუშაობს ქალთა ჯგუფებთან ქალთა უფლებების, ორგანიზაციული და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებისათვის
ქალთა ფონდი ცდილობს ხელი შეუწყოს, ქალთა და გოგონათა სხვადასხვა ჯგუფებს, რომ მათ შეძლონ თავიანთი გარემოს ტრანსფორმაცია.
ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“, რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.
„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: კავშირი „საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ ახორციელებს პროექტს „გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
ბოლო თარიღი: 4/6/2024
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო პროგრამას „ქალთა ორგანიზაციების მედეგობა/მოქნილობა და დალხენის* პრაქტიკების ხელშეწყობა ფემინისტურ მოძრაობაში“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ორგანიზაცია “Equality Fund”.
ბოლო თარიღი: 30/5/2024
“ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს კონკურსს გარე შემფასებლის ან შემფასებელთა ჯგუფის შესარჩევად „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA)”-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება საქართველოში“ შესაფასებლად.
2023 წელს, კატო მიქელაძის პრემია ქალი უფლებადამცველებისთვის ქვიარ-ფემინისტ აქტივისტს, ალა პარუნოვას გადაეცა.