“ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს კონკურსს გარე შემფასებლის ან შემფასებელთა ჯგუფის შესარჩევად „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA)”-ს მიერ დაფინანსებული პროექტის „ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება საქართველოში“ შესაფასებლად.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ
ქალთა ფონდი საქართველოში (WFG) ადგილობრივი, ფემინისტური გრანტისგამცემი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ქალთა ჯგუფებსა და ორგანიზაციებს საქართველოს მასშტაბით. მისი სამიზნეა ქალთა ჯგუფები და ინდივიდები, რომლებსაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დაფინანსებაზე. ამასთანავე, “ქალთა ფონდი საქართველოში” მხარს უჭერს სოციალურ მოძრაობებს შორის სოლიდარობის გაჩენას და ძალისხმევის გაერთიანებას.
პროექტის შესახებ
პროექტი „ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება საქართველოში” „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA)” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და შეფასება მოიცავს 2022 (ივლისი) - 2024 (ივნისი) პერიოდს.
პროექტი „ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება საქართველოში“ მიზნად ისახავს:
პირველი მიზნის მისაღწევად ქალთა ფონდმა, 2022-2023 წლის განმავლობაში, გამოაცხადა 3 საგრანტო კონკურსი „ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება საქართველოში". პრიორიტეტი მიენიჭა სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს (ფემინისტი და ქვიარ აქტივისტებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნა, მარგინალიზებული ჯგუფების მხარდაჭერა/ხმების გაჟღერება, რეგიონული ჯგუფების გაძლიერება).
საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები იყო:
გარე შემფასებელი (შემფასებლები) შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ბენეფიციარებთან ინტერვიუების საფუძველზე, მონიტორინგისა და ევალუაციის მენეჯერის მიერ მოწოდებული მონაცემების, გამოქვეყნებული მასალისა და სხვა წყაროების მეშვეობით, შეაფასებს პროექტის გრძელვადიანი ინდიკატორების შესრულებასა და გავლენას. გარე შეფასება მიზნად ისახავს იმის შემოწმებას, თუ რამდენად მიაღწია მან დასახულ მიზნებს ინდიკატორებთან და ლოგიკურ ჩარჩოსთან მიმართებით. შემფასებელი (შემფასებელთა ჯგუფი) აგრეთვე მოამზადებს რეკომენდაციებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ორგანიზაციის მიერ სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობებისთვის.
მთავარი კითხვები, რომელზეც შეფასებისას უნდა გაეცეს პასუხი:
1. რამდენად ვალიდური იყო პროგრამის ამოცანები?
2. შეესაბამებოდა თუ არა პროგრამის აქტივობები და მოკლევადიანი შედეგები საერთო მიზანს და მისი ამოცანების, დაგეგმილი ზემოქმედებისა და გავლენის მიღწევას?
3. იყო თუ არა აქტივობები ხარჯთეფექტური? იყო თუ არა ეს მათი განხორციელების ყველაზე ეფექტური გზა?
4. რეალურად რა შეცვალა აქტივობამ ბენეფიციარებისთვის? რამდენ ადამიანზე მოახდინა გავლენა?
5. რამდენად შეიძლება გაგრძელდეს პროგრამის ან პროექტის სარგებელი მისი დასრულების შემდეგ?
სამუშაოს აღწერა:
„ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს კონკურსს შემფასებლის ან შემფასებელთა ჯგუფის დაქირავებაზე ქალთა ფონდის შიდა პროექტის - „ფემინისტური მოძრაობის გაძლიერება და მობილიზაცია საქართველოს რეგიონებში” პროგრესის შეფასების გასაკეთებლად. გარე შეფასების მიზანია ჩაატაროს იმ აქტივობების სპექტრის ობიექტური ანალიზი, რომლებიც ქალთა ფონდმა განახორციელა მიზნების მისაღწევად და შეიმუშაოს რეკომენდაციები შემდგომი განვითარებისთვის. შეფასება განხორციელდება გარე შემფასებლ(ებ)ის - კვალიფიციური ექსპერტ(ებ)ის მიერ და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
წარმატებულ კანდიდატ(ებ)ს შეარჩევს ქალთა ფონდის დირექცია და შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება შემფასებლის (ან შემფასებელთა გუნდის) გამოცდილებისა და WFG-ის მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასების შემოთავაზებული მეთოდოლოგიის საფუძველზე. შერჩეული კანდიდატ(ებ)ი მუშაობას 2024 წლის 27 მარტიდან დაიწყებენ.
შეფასების საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადაა 2024 წლის 20 ივნისი.
საჭირო კვალიფიკაცია და გამოცდილება:
განაცხადების წარდგენა:
დაინტერესებულმა პირებმა/ორგანიზაციებმა/კომპანიებმა “ქალთა ფონდში” უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. ტექნიკური განაცხადი (შეფასების მეთოდოლოგიისა და ვადების ჩათვლით და შესაბამისი გამოცდილების მითითებით)
2. ტექნიკური განაცხადის ბიუჯეტი (ყველა საჭირო კომპონენტისთვის ცალ-ცალკე)
3. რეზიუმე (ინდივიდუალუალური ექსპერტის შემთხვევაში)
4. უნარების შესახებ განაცხადი (ორგანიზაციის/კომპანიის შემთხვევაში)
5. 2 რეკომენდაცია
ბიუჯეტი
6 500 ევრო
ყველა დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს მისამართზე: info@womenfundgeorgia.org არაუგვიანეს 2024 წლის 20 მარტისა. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.