პროექტი „იკითხე სტრიქონებს შორის: (პოსტ) პანდემიური ეკონომიკური გავლენა ქალთა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე ბულგარეთში, საქართველოსა და უკრაინაში“ იკვლევს და აღწერს შავი ზღვის რეგიონში თანადროულად არსებული კრიზისებიდან წარმოშობილ მრავალ სირთულეს, რომელიც დაკავშირებულია (პოსტ) პანდემიურ ეკონომიკურ შედეგებსა და ასევე, ახალწარმოშობილ საგანგებო მდგომარეობასთან – რუსეთის შეჭრასთან უკრაინაში. ის აკვირდება ფემინისტური და ადამიანის უფლებადამცველი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა (სსო) და აქტივისტების გამოცდილებას, რათა სამოქალაქო სექტორში ციფრების მიღმა არსებული დინამიკის რეალური სურათი წარმოაჩინოს.
“ქალთა ფონდი საქართველოში” დალხენასა და ზრუნვას განიხილავს, როგორც ფემინისტური მოძრაობის მშენებლობის განუყოფელ ღირებულებებსა და პრინციპებს. მოდული კი არის ავტორის გამოცდილებისა და, ამასთანავე, 2021 წლის ზამთრის “მლხენელების გასვლითი შეხვედრის” დროს შესრულებული სამუშაოსა და მასზე კოლექტიური რეფლექსიის შედეგი
კვლევის ავტორები: ანი გოგბერაშვილი, გიგა კარაპეტიანი
კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა გავლენა იქონია მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომაზე ყველასთვის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისთვის.