ქალთა ფონდი საქართველოში ცდილობს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტივიტებს შეუქმნას შესაძლებლობა განვითარებისა და გაძლიერებისათვის.
ქალთა ფონდი საქართველოში მუშაობს ქალთა ჯგუფებთან ქალთა უფლებების, ორგანიზაციული, ლიდერული თუ სხვა უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, ატარებს ტრენინგებს გენდერული ცნობიერების ამაღლების და საზოგადოებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით, რაც გულისხმობს აუცილებელი ცოდნისა და რესურსების მიწოდებას ქალებისათვის, რასაც ისინი შემდგომში სოციალური კონტექსტის შესაცვლელად გამოიყენებენ.
ჩატარებული ტრენინგები და ვორქშოფები:
3 წლიანი პროგრამა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში” წარმატებით განხორციელდა საქართველოს 4 რეგიონში და მოიცვა: შიდა ქართლის 19 სოფელი და დევნილთა 4 დასახლება; კახეთის 10 სოფელი; იმერეთის 8 სოფელი; რაჭის 7 სოფელი. ყველა დაგეგმილი საქმიანობა განხორციელდა განაზღვრულ ვადებში დასახული მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით.
ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის პროგრამის ფარგლებში ფონდი ახორციელებს პროექტს ”ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში”, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტი 3 წლიანია და მოიცავს საქართველოს 4 რეგიონს: შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი და რაჭა.
პროექტი განხორციელდა ორგანიზაციის ქალთა ფონდი საქართველოში მიერ სლოვაკურ ასოციაციასთან ადამიანები საფრთხეში თანამშრომლობით და სლოვაკეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიმდინარეობდა 18 თვის განმავლობაში (თებერვალი 2010 – ივლისი 2011) შავშვების, წეროვანისა და გარდაბნის დასახლებებში და მასში მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილი მოსახლეობა. პროექტი ფოკუსირებული იყო დევნილთა ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე, დევნილთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, დევნილთა სამოქალაქო ჩართულობისა და მათი სოციალური კაპიტალის გაზრდაზე.
პროექტი “საქართველოში მცხოვრებ დევნილთა მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციის მხარდაჭერა” ხორციელდება ქალთა ფონდის მიერ სლოვაკურ ორგანიზაციასთან “ადამიანები საფრთხეში” თანამშრომლობით. პროექტის ხანგრძლივობა არის 18 თვე და განხორციელდება 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დევნილ მოსახლეობასთან ორ ჩასახლებულ თემში – წეროვანსა და შავშვებში – და ერთ ურბანულ თემში – გარდაბანში. პროექტი ფუკუსირებულია დევნილთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე, მოქალაქეობრივ ჩართულობაზე, და სოციალური კაპიტალის გაზრდაზე ახალ ჩასახლებებში.
პროგრამა - ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში პროგრამის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს ისეთ მოწყვლად, ღარიბ და ძნელად მისადგომ რეგიონებში, როგორიცაა შიდა ქართლის პოსტ-კონფლიქტური ზონა, ჩრდილო კახეთი, ზემო იმერეთი და რაჭა. პროგრამის ფარგლებში ქალთა ეკონომიკური ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის მიღწევა შესაძლებელი გახდება მათთვის ახალი რესურსების შეთავაზებით მათივე ინიციატივების განსახორციელებლად, რაც ქალებს მეტ გამბედაობასა და შინაგან ძალას მისცემს ნაყოფიერ შრომაში სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი.