თარიღი: 24/04/2013

ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის პროგრამა 2010 - 2012

3 წლიანი პროგრამა “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს პოსტ-კონფლიქტურ ზონასა და ძნელად მისადგომ რეგიონებში” წარმატებით განხორციელდა საქართველოს 4 რეგიონში და მოიცვა: შიდა ქართლის 19 სოფელი და დევნილთა 4 დასახლება; კახეთის 10 სოფელი; იმერეთის 8 სოფელი; რაჭის 7 სოფელი. ყველა დაგეგმილი საქმიანობა განხორციელდა განაზღვრულ ვადებში დასახული  მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით.

 

პროექტის ფარგლებში  გაიცა სულ 159 გრანტი; დაფინანსდა 161 ქალი და ბიზნეს ტრენინგი გაიარა 223-მა ქალმა.

პროექტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში ქალთა ფონდის პარტნიორი იყო ჰოლანდიური ორგანიზაცია ”საქართველოს მეგობართა ასოციაცია (SVGG), რომლის თანადამფუძნებელი, გიორგი ხუციშვილი, თავად უძღვებოდა პროექტის მონაწილეთა ტრენინგებს.

ამასთანავე, პროექტმა ქალთა ფონდის ორგანიზაციულ განვითარებისაც შეუწყო ხელი. კერძოდ, ქალთა ფონდმა შეიმუშავა ახალი 5 წლიანი სტრატეგიული გეგმა, გააუმჯობესა შიდა პოლიტიკის დოკუმენტები და მართვის პროცედურები, აამაღლა თანამშრომლების კვალიფიკაცია ფინანსური მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის, ასევე ფანდრაიზინიგის მიმართულებით.

 

პროექტის მთავარი მიღწევებია:

 

-          პროექტის საქმიანობის შედეგად დევნილი, დაბრუნებული და სოციალურად დაუცველი ქალების შემოსავლები მნიშვნელოვანად გაიზარდა;

-          იძულებით გადაადგილებულ, დაბრუნებულ და სოციალურად დაუცველ ქალთა აღიარების ხარისხი საგრძნობი  გახდა მათ ოჯახებსა თუ თემებში;

-           გაიზარდა ქალთა აქტიური ჩართულობის მაჩვენებელი ბიზნესში;

-           ტრენინგის მეშვეობით გაიზარდა მენეჯერული და ბიზნეს უნარ-ჩვევების მქონე ქალთა რიცხვი;

-           ქალებმა უკეთ გააცნობიერეს შედეგიანი შრომის მნიშვნელობა თავიანთ კონტექსტში;

-          გაიზარდა ქალთა როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

-          გაიზარდა იმ ქალთა რაოდენობა, ვინც მცირე გრანტების მეშვეობით გაიუმჯობესა საკუთარი ფინანსური შესაძლებლობა;

-           ამაღლდა ქალთა ფონდის ორგანიზაციული შესაძლებლობები;

-           ქალთა ფონდმა  შეიძინა მნიშვნელოვანი გამოცდილება ქალთა მცირე ბიზნესის   განვითარების მიმართულებით.