ჩვენ შესახებ
  • ქალთა ფონდის ხედვა

    ძლიერი, თანასწორუფლებიანი, აღიარებული და ბედნიერი ქალი - თავისუფალ, უსაფრთხო, სამართლიან სამყაროში.

    ქალთა ფონდის მისია

    ქალთა გაძლიერება საქართველოში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის და თვითრეალიზაციისათვის, ფინანსური და ტექნიკური დახმარების, უნარების განვითარების და ფემინისტური ფილანთროპიის ჩამოყალიბების გზით.

    ქალთა ფონდი თავის რესურსებს მიმართავს ქალთა ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და აქტივისტების გასაძლიერებლად, რათა მათი ინიციატივები და საქმიანობა იყოს სიცოცხლისუნარიანი და ეფექტური ისეთი სტრატეგიების შესაქმნელად, რომელიც რეალურად დაუპირისპირდება პატრიარქალურ ძალაუფლებრივ სისტემას.

    ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ ქალთა შემოქმედებით, პროდუქტიულ უნარებსა და ცოდნას, და ამასთანავე ვაცნობიერებთ ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლებრივ ურთიერთობებში არსებულ დისბალანსს, რომელიც მცირე საშუალებას აძლევს ქალებს ისარგებლონ საკუთარი ფუნდამენტური უფლებებით და ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულფასოვან განხორციელებას. ამიტომ, ქალთა ფონდი საქართველოში მიზანმიმართულად ეხმარება ქალებს მათი შესაძლებლობებისა და ავტონომიის ზრდაში, რათა მომავალში მათ თვითონ შეძლონ წინ აღუდგნენ სქესთა შორის ძალაუფლების არათანაბარ განაწილებას.

    ჩვენ ვენდობით ქალის/ქალთა არჩევანს, მოიპოვოს შინაგანი ძალა, რომ უპასუხოს საკუთარ გენდერულ მოთხოვნებს და გავლენა მოახდინოს კონსტრუქციულ ცვლილებებზე საზოგადოებაში.

    ჩვენ ვემხრობით ბიზნესისა და მთავრობის სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ადგილობრივი ფილანთროპიის განვითარებას, რათა მესამე სექტორი საქართველოში გახდეს ძლიერი და დამოუკიდებელი.

    ჩვენ ერთგულად ვიცავთ ჩვენს მიერ შემუშავებულ ქველმოქმედების ეთიკურ სტანდარტებს როგორც “გამცემთან”, ისე ”მიმღებთან” ურთიერთობაში, პროდუქტული თანამშრომლობის ძლიერი ფილანთროპიული ხედვის შესაქმნელად.

    ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი რეპუტაციის საფუძველი არის საქმისადმი ჩვენი დამოკიდებულების ეთიკურობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, ინკლუზიურობა და სამართლიანობა.

    ჩვენ შეგვიძლია! 

  • "ქალთა ფონდი საქართველოში" რეგისტრაციაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2005 წლის 24 მაისს გაატარა. ფონდი „საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის“ (ECDC) ინიციატივით დაფუძნდა, რომელიც 1998 წლიდან მუშაობს ადგილობრივი ფილანთროპიის განვითარებაზე, განსაკუთრებული ფოკუსით ქალთა საკითხებზე.

     

    ECDC-ის ხედვა ისეთი ადგილობრივი ფონდის დაარსება იყო, რომელიც  ქალთა უფლებების მოძრაობას საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო დონორებისგან რესურსების მობილიზებით დაეხმარებოდა. საქართველოში ფილანთროპიის განვითარების შესახებ ორგანიზაციის ეს ხედვა ეფუძნებოდა შემდეგ ინსტრუმენტებს: კვლევები ადგილობრივი ფილანთროპიის განვითარების შესაძლებლობებზე, პუბლიკაციები ფილანთროპიის თეორიისა და პრაქტიკის, ქველმოქმედების ეთიკური სტანდარტების შესახებ და სხვა. ECDC ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი დონორების საინფორმაციო რესურსისგან ტრანსფორმირდა აქტიურ ლიდერად ქალთა მოძრაობისთვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შემქმნაში. საბოლოოდ, 2005 წელს, „საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრმა“ საქმიანობა ახალ საფეხურზე აიყვანა და ახალი ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში“ დააარსა. 

    ECDC-CV2

  • სტრუქტურა:

    ფონდს ჰყავს დირექტორთა საბჭო, შტატი, მრჩეველთა საბჭო, და მოხალისეები. ფონდის ადმინისტრაციული სტრუქტურა არის მარტივი და მოიცავს შემდეგ მექანიზმებს: სამოქმედო პროგრამების გამოქვეყნება, ყოველწლიური საგრანტო თანხის განსაზღვრა, ადგილებზე პროგრამების მონიტორინგის განხორციელება, წლიური ანგარიშების გამოქვეყნება. ფონდის გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი ეფუძნება “მონაწილეობით მოდელს” და პროცესში ჩართულნი არიან მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები.

     

    გუნდი:

    • სალომე ჩაგელიშვილი – აღმასრულებელი დირექტორი
    • გულნარა ვედიაშვილი - ოპერაციების მენეჯერი
    • ნანა ფანცულაია - ფემინისტური რეზიდენციის პროექტის მენეჯერი
    • მარიამ ჭანჭალეიშვილი - პროგრამების მენეჯერი
    • ნინო ცქიფურიშვილი - პროგრამების მენეჯერი
    • ანა ჭილაძე – გრანტების მენეჯერი
    • ია ქაჯაია – მონიტორინგის და ევალუაციის მენეჯერი
    • მაგდა ბერძენიშვილი – ფინანსური მენეჯერი
    • თამარ თარხან-მოურავი - ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი
    • ლონდა ბერია - კომუნიკაციების მენეჯერი
    • ანა ჩხატარაშვილი - ლოჯისტიკის მენეჯერი

     

    გამგეობის წევრები:

    ასმათ ბეშიძე (თავმჯდომარე)

    ასმათს აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. მუშაობდა რედაქტორად მხატვრული თარგმანის და ლიტერატუტრულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. 2007 წლამდე იყო საერთაშორისო ორგანიზაციის „ამქორ-საქართველო“ კოორდინატორი და პროგრამების ოფიცერი. 2015 წლიდან დღემდე არის არასამთავრობო ორგანიზაციის „ჯეოკორი“ პროგრამების დირექტორი. ასმათი არის დასავლეთ ევროპული ენების და ლიტერატურის სპეციალისტი, მას თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს ამერიკელი და ბრიტანელი ავტორების ნაწარმოებები. ქალთა ფონდის დაარსების დღიდან არის მისი დირექტორთა საბჭოს წევრი.

    ეკატერინე (ეკა) იმერლიშვილი

    ეკამ ბაკალავრიატი ქ.თელავის უნუვერსიტეტში დაამთავრა. მოგვიანებით მან სწავლა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძო და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. წლების განმავლობაში ეკა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა, მათ შორის მშვიდობის კორპურსში, ვორლდ ვიჟენ საქართველოს ოფისში, აგრეთე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში სათემო და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და საჯარო რეფორმების საკითხებზე. ეკა აქტიურადაა ჩართული საქართველოს ფემინისტურ მოძრაობაში და დღემდე ერთ-ერთ არაფორმალური ფემინისტური ჯგუფის წევრია. მისი ავტორობით გამოიცა სტატიები ფემინისტური აქტივიზმის, ქალების გაძლიერებისა და მათი პოლიტიკური მონაწილეობის თემებზე. ქალთა ფონდის პროექტის ფარგლებში, ეკა ფემინსტური რადიო გადაცემის "ფემინსტრიმი" თანაწამყვანი იყო. 2018 წლიდან ეკა აშშ-ში ქ. ვაშინგტონში ცხოვრობს. ის ორგანიზაცია FHI 360-ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის ინდექსის პროგრამის მენეჯერია.

    ეკატერინე სხილაძე

    ეკატერინე 2016 წლის ივნისიდან სახალხო დამცველის მოადგილეა. ის 10 წელზე მეტია აქტიურადაა ჩართული გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლასა და ქალთა უფლებების დაცვის საქმიანობაში. 2007-2012 წლებში ეკატერინე მუშაობდა ორგანიზაციაში “ქალთა საინფორმაციო ცენტრი”. 2013-2016 წლებში ის იყო სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი. 2014 წლიდან მოყოლებული ის აქტიურად მონაწილეობს ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოში. 2016 წელს ეკატერინე გახდა კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ქალი უფლებადამცველებისთვის.

    თამთა მელაშვილი

    თამთა მწერალი, აქტივისტი და მკვლევარია. 2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (ბუდაპეშტი). 2012 წლიდან მოწვეული ლექტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. გენდერისა და ფემინიზმის საკითხებზე თანამშრომლობდა სხვადასხვა ორგანიზაცებთან, მათ შორის: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, ქალთა ფონდი საქართველოში, ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი ტასო. ასწავლიდა შემდეგ კურსებს: გენდერი და პოლიტიკა, მასკულინობის კვლევები, შესავალი ფემინისტურ ნააზრევში.

    ლელა ქსოვრელი

    ლელას აქვს საერთაშორისო განვითრების პროგრამებში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა განვითარების მხარდამჭერი პროექტების პროგრამულ, ადმინისტრაციულ და ფინანსურ განყოფილებებში, ისეთ ორგანიზაციებში როგორიცაა: ევროპის ფონდი, IFES საქართველო. ლელას აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, სპეციალიზაციით ფინანსებში. ის ასევე ასწავლის ფინანსებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. ამჟამად ლელა მუშაობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტში სადაც ის ხელმძღვანელობს საგრანტო ხელშეკრულებებისა და რისკების შეფასების პროცესებს, გრანტით დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, სერვის-კონტრაქტების მომზადებასა და აღსრულებას.

    ლიკა თარხან-მოურავი

    ლიკა თარხან-მოურავი (დაიბადა თბილისში) არის დამოუკიდებელი კურატორი და მკვლევარი. ამჟამად მუშაობს სადოქტორო თემაზე, რომელიც იკვლევს ქალთა ტექსტების საგამოფენო სიცრცეში ტრანსპოზიციას. ის თანაავტორია რამდენიმე გამოფენისა, რომელიც ლონდონში ჩატარდა. მათ შორისაა Re: Over everything which exists under the sky (Gasworks, 2019) და Reminiscence (Close-up cinema, 2019). ლიკა დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა თანამედროვე ხელოვნების გალერეაში LissonGallery. მან 2019 წელს დაამთავრა თანამედროვე ხელოვნების კურატორიის კურსი ხელოვნების სამეფო კოლეჯში.

    ნანა შუღლაძე

    ნანა 2009 წლიდან მუშაობს ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში და არის საინფორმაციო რესურსების სპეციალისტი. 2003-2009 წლებში ის მუშაობდა  ამერიკის საელჩოში საზღვრის დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამაში, მანადე კი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ნანა წლების მანძილზე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი და ლექტორი, მას შემდეგ, რაც დაიცვა დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სემიტური ენების განხრით. ის სწავლობდა არაბულ ენას, ლიტერატურასა და კულტურას. ნანამ, ასევე, სასწავლო კურსი გაიარა სირიაში, დამასკოს უნივერსიტეტში.

     

    მრჩეველთა საბჭო:

    • ელენე რუსეცკაია, ევროკომისია რასიზმისა და უთანასწორობის წინააღმდეგ, წევრი
    • სანდრა ლიუბინკოვიჩი, გენდერისა და განვითარების დამოუკიდებელი ექსპერტი
    • იდა ბახტურიძე, ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო, საქართველოს ოფისის და გენდერის კოორდინატორი
    • ნუკრი ტაბიძე, ფემინისტი, აქტივისტი
    • ალა პარუნოვა, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების წევრი; თანასწორობის მოძრაობა, პროექტის მენეჯერი
    • მარიამ თოფჩიშვილი, სტუდენტი, ფემინისტი აქტივისტი, გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
  • ქალთა ფონდის სტრატეგიის უმთავრესი პრინციპია პარტნიორების მონაწილეობა პრიორიტეტების შერჩევაში, რაც გამორიცხავს ფონდის მხრიდან მათთვის გარკვეული მიმართულების თავს მოხვევას. ფონდის ფანდრაიზინგის სტრატეგია მოიცავს ურთიერთობის დამყარებას ქალთა საკითხების მხარდამჭერ უცხოელ და ადგილობრივ დონორებთან, მათ შორის მათთანაც, რომლებიც ჯერჯერობით არ არიან მისაწვდომნი, კორპორაციებთან, კომპანიებთან, ბიზნესთან და ინდივიდებთან (ინდივიდუალური შეწირულობების შეგროვებით) თვითდაფინანსების გზების ძიებით.

     

    ქალთა ფონდის მონაწილეები და მხარდამჭერები:


    ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები და სპონსორები, სამთავრობო ინსტიტუტები, თვითმართველობის ორგანოები; ეკონომიკური სექტორი – ბიზნესი, კომპანიები და ბანკები (ადგილობრივი, ერთობლივი და უცხოური), ინდივიდები, ცნობილი მოღვაწეები, ექსპერტები, მედია, ადგილობრივი თემები.


    ქალთა ფონდი საქართველოში არის Prospera (International Network of Women’s Funds), Women’s Funding Network (WFN), Association for Women’s Rights in Development (AWID), Ariadne Network და Human Rights Funders Group (HRFG) ქსელების წევრი.


    ჩვენი დონორები:

  • თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ქალთა ფონდის საბანკო ანგარიშზე ან პირდაპირ ონლაინ ტრანზაქციით:

     

    ონლაინ გადმორიცხვა:

    ონლაინ დონაცია

     

    საბანკო გადარიცხვის რეკვიზიტები:

    ლარის ანგარიში

    სს “თიბისი ბანკი” – მარჯანიშვილის ფილიალი

    საბანკო კოდი: TBCBGE22

    მიმღები: ფონდი "ქალთა ფონდი საქართველოში"

    ანგარიშის ნომერი: GE73TB7505136080100006

     

    USD/EUR/GBP- ანგარიში

    CITIBANK N.A.
    NEW-YORK, USA
    SWIFT:CITIUS33
    ABA:021000089
    HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
    JSC"TBC Bank", Marjanishvili Branch
    SWIFT:TBCBGE22850
    ACCOUNT:GE58TB7505136180100001
    NAME OF BENEFICIARY: "WOMEN'S FUND IN GEORGIA"