პროექტი განხორციელდა ორგანიზაციის ქალთა ფონდი საქართველოში მიერ სლოვაკურ ასოციაციასთან ადამიანები საფრთხეში თანამშრომლობით და სლოვაკეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი მიმდინარეობდა 18 თვის განმავლობაში (თებერვალი 2010 – ივლისი 2011) შავშვების, წეროვანისა და გარდაბნის დასახლებებში და მასში მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილი მოსახლეობა. პროექტი ფოკუსირებული იყო დევნილთა ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე, დევნილთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, დევნილთა სამოქალაქო ჩართულობისა და მათი სოციალური კაპიტალის გაზრდაზე.
2011 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები:
დევნილთა ინიციატივების მხარდასაჭერად გაიცა 46 მცირე გრანტი
• შეიქმნა 3 სათემო კომიტეტი 30 აქტიური დევნილის მონაწილეობით
• ჩატარდა სათემო კომიტეტების საერთო შეხვედრა გამოცდილების გასაზიარებლად
• ჩატარდა 3 საჯარო შეხვედრა მოსახლეობასთან
• ჩატარდა 6 პრაქტიკული კურსი 100 დევნილის მონაწილეობით: კომპიუტერის, კერვის, ფილაქნის დაგების, ცხობის, სამკაულისა და თექის შემსწავლელი კურსები
• შავშვებსა და გარდაბანში 100 მოწყვლად ოჯახს ჩაუტარდა საცხოვრებელი ფართის რეკონსტრუქცია
• განხორციელდა 9 სათემო პროექტი, რომელთა შედეგადაც შავშვებში აშენდა საჭიდაო მოედანი, დასასსვენებელი სკვერი, საზოგადო შეხვედრის ადგილი; გარდაბანში შეკეთდა 5 და 9 სართულიანი შენობის სახურავები, მოწესრიგდა სავინტილაციო და საკანალიზაციო სისტემები, შეკეთდა და ამუშავდა ლიფტი; წეროვანში კი გადაიხურა თონეები, აშენდა ავტობუსის გაჩერებები და გაკეთდა დასასსვენებელი სკვერი.