ღია გრანტი

ქალთა ფონდის 2025 წლის საგრანტო პროგრამები

„ქალთა ფონდი საქართველოში“ აახლებს საგრანტო საქმიანობას და აცხადებს პროექტების მიღებას ოთხი პროგრამის ფარგლებში:

  1. ფემინისტური მოძრაობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა საქართველოში
  2. ქალთა ინიციატივების მედეგობა/მოქნილობა და ქალთა მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა
  3. ქალთა უფლებები და კლიმატის სამართლიანობა
  4. ქალთა შრომითი უფლებების ადვოკატირება

ქალთა ფონდის ერთ-ერთი საგრანტო მიმართულება „მოძრაობა“, რომელიც მოიცავს (1) ფემინისტური მოძრაობის მხარდაჭერის და ხელშეწყობისა და (2) ქალთა ინიციატივების მედეგობა/მოქნილობის პროგრამებს, მიზნად ისახავს საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას და მოძრაობებს შორის თანამშრომლობის წახალისებას. ამ მიზნის მისაღწევად „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარს უჭერს ფემინისტური მოძრაობის დღის წესრიგში ახალი საკითხებისა და მიდგომების შემოტანას, სოციალური გარდაქმნების ალტერნატიული გზების ძიებას, ფემინისტური წინააღმდეგობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების გაძლიერებას, ინტერსექციული ფემინისტური პრინციპების გავრცელებას, სოლიდარობის იდეაზე დაფუძნებული კავშირების ხელშეწყობას და მოძრაობათაშორისი ხიდების გაბმას.

კლიმატის სამართლიანობის (3) და ქალთა შრომითი უფლებების ადვოკატირების (4) პროგრამები ცხადდება საგრანტო მიმართულება „სამართლიანობის“ ფარგლებში, რომლის საკვაძნო მიზანია ქალების, გოგოებისა და ქვიარ ადამიანების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური სამართლიანობის ხელშეწყობა. „ქალთა ფონდი საქართველოში“, გენდერული სამართლიანობის სამოქალაქო-პოლიტიკურ ასპექტებთან ერთად, მიზნად ისახავს ისეთ პრინციპებზე მუშაობას, როგორიცაა ეკონომიკური სამართლიანობა, გარემოსდაცვითი სამართლიანობა, რესურსების სამართლიანობა და განათლების უფლება.

ჩამოთვლილი პროგრამების ფარგლებში, ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფებსა და ორგანიზაციებთან ერთად, „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარს უჭერს ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ გაერთიანებებს, პროფესიულ გაერთიანებებს, ასოციაციებს, კოალიციებს, რეგიონულ და რეგიონთაშორის ქსელებს.

დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულიდან.