2015 წლის კატო მიქლაძის პრემიის ლაურეატი გახდა ლია უკლება – ფემინისტი მხატვარი-აქტივისტი, რომელიც წლების განმავლობაში მეთოდურად მუშაობს ადამიანის უფლებების, კონკრეტულად, ქალთა უფლებების დაცვაზე. მისი ნამუშევრები ზუსტად და მძაფრად წარმოაჩენენ ქალის პრობლემებს საქართველოში, ქალის ჩაგვრის მექანიზმებსა და მათ სტრუქტურულ ბუნებას. ლიას ნახატები და ინსტალაციები არის ღია პროტესტი ქალთა ჩაგვრისა და რელიგიის სახელით მათზე ძალადობის წინააღმდეგ.