თარიღი: 30/11/2014

კატო მიქელაძის პრემია 2014

2014 წლის კატო მიქელაძის პრემიის გამარჯვებული გახდა ქალთა ფონდი "ტასო"-ს გენერალური დირექტორი, მარინა თაბუკაშვილი.

დაჯილდოების ცერემონია 2014 წლის 28 ნოემბერს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. პრემიის გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ - 2013 წლის პრემიის გამარჯვებული ეკატერინე აღდგომელაშვილი, ქალთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ფანცულაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი და სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე.

ღონისძიება  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში  საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა  და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოალბომი