ღია გრანტი

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია

 

                           

 

 საგრანტო განაცხადი

„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: კავშირი „საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ ახორციელებს პროექტს „გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის ფარგლებში „ქალთა ფონდი საქართველოში“ აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია“. კონკურსი მიზნად ისახავს ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა საკითხებზე მომუშავე, საქართველოში რეგისტრირებულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს.

განმცხადებლებს, სასურველია, სამუშაო გამოცდილება ჰქონდეთ შემდეგი მიმართულებებით:

  • გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა;
  • ქალთა უფლებები;
  • სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
  • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა უფლებები;
  • ლგბტქი+ პირები;
  • დევნილი ქალები;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები;
  • პირობითი მსჯავრდებული ქალები;
  • ოჯახში და გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებული სხვა თემები;

შესაძლო აქტივობები:

  • ინიციატივები, რომლებიც გულისხმობს ქალთა უფლებების დაცვას, ადვოკატირებასა და ლობირებას;
  • სერვისების მიწოდებას;
  • საკანონმდებლო ინიციატივებს, ქალთა და ლგბტქი+ პირთა უფლებების დარღვევის დოკუმენტირებას;
  • კანონებისა და კონვენციების შესრულების მონიტორინგს;
  • მსხვერპლთა მხარდამჭერ პროგრამებს;
  • პრევენციული მექანიზმების შემუშავებას/განხორციელებას;
  • გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას (ციფრული უსაფრთხოების ჩათვლით);
  • ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები:

  • რომელთა სამიზნე რეგიონს წარმოადგენს: კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი, იმერეთი და ქვემო ქართლი;
  • რომელთა მიზანიცაა პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრა, როგორც ადგილობრივ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

საგრანტო თანხის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 10 000 ევროს.

ბიუჯეტის შევსებისას გაითვალისწინეთ, რომ პროექტის ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ფინანსური აუდიტის ხარჯებს პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 5%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯი“-ის განყოფილებაში.

პროექტის განხორციელების მინიმალური ვადა ოთხი, ხოლო მაქსიმალური ექვსი თვეა.

საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 4 ივნისი, 18.00 საათი.

პროექტის აპლიკაცია უნდა მოიცავდეს პროექტის განაცხადსა (პროექტის განაცხადის ფორმაში მითითებული კომპონენტების სრულყოფილი აღწერით) და ბიუჯეტს. არასრული აპლიკაციები არ განიხილება.

გთხოვთ, საპროექტო განაცხადები გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

grants@womenfundgeorgia.org

 

გისურვებთ წარმატებას!

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: Mariam@womenfundgeorgia.org

 

 

                                 

04 / 06 / 2024

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

10 000 EUR

მაქსიმუმ თანხა

6 თვე

მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა