ღია გრანტი

ქალთა ორგანიზაციების მედეგობა/მოქნილობა და დალხენის* პრაქტიკების ხელშეწყობა ფემინისტურ მოძრაობაში

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო პროგრამას „ქალთა ორგანიზაციების მედეგობა/მოქნილობა და დალხენის* პრაქტიკების ხელშეწყობა ფემინისტურ მოძრაობაში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ორგანიზაციაEquality Fund”.

საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს ორგანიზაციული მდგრადობის ხელშეწყობასა და განვითარებას, როგორც ინსტიტუციურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე, ასევე ზრუნვის პრაქტიკებისა და ტრავმაზე ორიენტირებული სწავლების შემოტანას ფემინისტური მოძრაობის სივრცეში.

პროგრამა ქალთა ჯგუფებს თუ ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ შემდეგი ინტერვენციები:

  • კრიზისთან გამკლავების და უსაფრთხოების შიდა პოლიტიკის შემუშავება;
  • ორგანიზაციული საჭიროებების იდენტიფიცირება და საჭიროებებზე საპასუხო სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკების დანერგვა;
  • ორგანიზაციის წევრების ფსიქო-სოციალური მედეგობის/მდგრადობის ხელშეწყობა;
  • უსაფრთხო, ჰარმონიული სივრცეების შექმნა ფემინისტი აქტივისტების, სხვადასხვა სოციალური მოძრაობების წარმომადგენლებისა და ქალი უფლებადამცველებისთვის, რომლებიც ჩაგრული და მარგინალიზებული ჯგუფების კოლექტიური გათავისუფლებისთვის იღწვიან და ხშირად თავადვე მიეკუთვნებიან ამ ჯგუფებს
  • შემოქმედებითი ინიციატივები, რომელიც მიმართული იქნება ქალთა მოძრაობის, ინტერ-კულტურული დიალოგის, სოლიდარული და მოძრაობათა შორისი თანამშრომლობის განვითარებასა და ცვლილებების გამოწვევაზე
  • ფემინისტური მოძრაობის წევრების გაძლიერებაზე მიმართული ინტერვენციები (კოლექტიური ზრუნვის პრაქტიკების შემოტანა, ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის უნარების გაძლიერება და ..)

შემოთავაზებული თემები შეიძლება იყოს:

- თაობებიდან მომდინარე ტრავმა და კოლექტიური ტრავმები;

- დალხენა, როგორც პოლიტიკური სტრატეგია;

- კოლექტივის შექმნა;

- რადიკალური დასვენება;

- ალტერნატიული ეკონომიკური სისტემები და კოლექტიური ზრუნვა;

- ფემინისტური და ქვიარ აქტივიზმის სიჯანსაღე;

- დაფასების კულტურა და მადლიერება;

- პოლიტიკური სხეული;

- ადამიანის კავშირი ბუნებასთან და წინაპრების სიბრძნე;

- სხვა.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს).

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

რომლებსაც ახორციელებენ ქალები
რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

პრიორიტეტი მიენიჭება რეგისტრირებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ პროექტებს.

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 15 000 კანადურ დოლარს. პროექტების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 6 თვემდე.

ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 5%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯი“-ის განყოფილებაშიპროექტის ფინანსური აუდიტი“- სახელწოდებით.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 მაისი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2024 წლის ივნისის ბოლოს.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

 

 

*“სნეულთ მლხენელი”, სულხან-საბას განმარტებით, მკურნალს აღნიშნავს (ლხენა-ჭირისაგან ხსნა, მორჩენა, შველა). სიტყვა "მკურნალი", რომელიც უფრო ასოცირდება მედიცინის და ზრუნვის დასავლურ და ინსტიტუციურ პრაქტიკებთან, ისევე ძველი ქართულია, როგორც სიტყვა "მლხენელი", რომელიც მოგვიანებით არაბული ზეგავლენით „აქიმით/ექიმით“ შეიცვალა. გადავწყვიტეთ healing-ის ექვივალენტად შინაარსობრივად მისი შესატყვისი დალხენა გამოვიყენოთ და ისეთი ქართული სიტყვა დავამკვიდროთ, რომელიც უფრო მეტად ალტერნატიულ და ტრადიციულ მეთოდებთან ასოცირდება, რასაც თავისთავად სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამით, ერთი მხრივ, ვცდილობთ დავუბრუნდეთ დალხენის ტრადიციულ, ლოკალურ ფესვებს, მეორე მხრივ კი ვცდილობთ გამოვიყენოთ დეკოლონიური პერსპექტივა, რაც იმპერიული აზროვნებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.

 

30 / 05 / 2024

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

15 000 CAD

მაქსიმუმ თანხა

6 თვე

მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა