მიმდინარე გრანტი

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია 2023

1. აპლიკანტი: ქალთა ასოციაცია გვირილა (ეთერ ალმასია)

რეგიონი: ზუგდიდი, სამეგრელო

პროექტის სათაური: ცოდნა - პრევენცია!

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

ბიუჯეტი: 10 000 ევრო

პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქალების და გოგონების ცნობიერების ამაღლება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციას. პროექტის ფარგლებში გაფორმდება მემორანდუმი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ქალთა ოთახთან თანამშრომლობის ფარგლებში გადამზადდება 20 კონულტანტი სრჯუ–ს საკითხებზე, რომლებიც გახდებიან ორგანიზაციის ელჩები. გადამზადებული ელჩები უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზებას და ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს.

 

2. აპლიკანტი: რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ (მარიკა ვაჭარაძე)

რეგიონი: ქუთაისი, იმერეთი

პროექტის სათაური: გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა ინფორმირებულობის და ჩართულობის გზით

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

ბიუჯეტი: 10 000 ევრო

პროექტის მიზნებია - იმერეთის 4 მუნიციპალიტეტში: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია, მცხოვრები დევნილი და ეკომიგრანტი ქალები გადაამზადოს ძალადობის ფორმების შესახებ; დევნილ და ეკომიგრანტ ქალებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებენ; ადგილობრივ თვითმმართველობებთან ადვოკატირების კამპანიის წარმოება ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით; დევნილი და ეკომიგრანტი ქალებისთვის ფსიქოლოგიური და სამართლებრივი სერვისების შეთავაზება.

 

3. აპლიკანტი: ფემინა (ნინო ბაისონაშვილი)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: კახეთის მუნიციპალიტეტები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

ბიუჯეტი: 10 000 ევრო

პროექტის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანიის წარმოება და კახეთის გენდერულ საბჭოებს შორის მუნიციპალიტეტთაშორისი კოორდინაციის პრაქტიკის ხელშეწყობა. პროექტი მოიცავს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს.

ორგანიზაციის წევრები კახეთის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან ერთად ჩამოაყალიბებენ ერთიან სამოქმედო გეგმას ძალადობის პრევენციული მექანიზმის შემუშავებისთვის. გარდა ამისა, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში განთავსდება სტენსილები, რომლებზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ცხელი ხაზების, 112-ის აპლიკაციის და Safe you -ს შესახებ და გენდერული და ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო მესიჯები.

 

4. აპლიკანტი: გურიის სამოქალაქო ცენტრი (ნინო ურუშაძე)

რეგიონი: ოზურგეთი, გურია

პროექტის სათაური: ქალები ვაძლიერებთ ერთმანეთს

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

ბიუჯეტი: 10 000 ევრო

პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში მცხოვრები, 100 ქალის ინფორმირება გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობაზე, ძალადობის პრევენციისა და რეაგირების გზებსა და საშუალებებზე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, მინიმუმ, 50 ქალის ცნობიერების ამაღლება ციფრული უსაფრთხოების მიმართულებით და ქალთა მხარდამჭერი ქსელის ჩამოყალიბება.

 

5. აპლიკანტი: ნეო ტვ (ნინო ჩიბჩიური)

რეგიონი: შიდა ქართლი, გორი

პროექტის სათაური: ადგილობრივი მედია შიდა ქართლში - გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისა და მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

ბიუჯეტი: 10 000 ევრო

პროექტის მიზანია შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეში სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერების გაზრდა მათი უფლებების, შესაძლებლობების, სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ. რაც შესაძლებელი იქნება ტრენინგებში მონაწილეობით, სპეციალური გადაცემების, სტატიების მომზადება-გავრცელებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრაქტიკის დანერგვით, სერვისების სიღრმისეული ანალიზით და მათი გაუმჯობესების ლობირებით.

 

6. აპლიკანტი: ქალთა ოთახების გაერთიანება (ფატიმა ბოლქვაძე)

რეგიონი: აჭარა, ხულო

პროექტის სათაური: ქალთა ძალადობის პრევენცია და მართვა ადგილობრივი თვითმართველობების მიერ

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

ბიუჯეტი: 10 000 ევრო

პროექტის მიზანია ქალთა ძალადობის პრევენციის და მართვის მექანიზმების შეგროვება და ადვოკატირება უკეთესი მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის დასაგეგმად. შესაბამისად პროექტი ითვალისწინებს შემდგომ ამოცანების მიღწევას: 1. პოზიტიური გამოცდილების შეგროვება-გაზიარება; 2. ადვოკატირების კამპანიის წარმართვა ქალთა ძალადობის პრევენციის მუნიციპალური პოლიტიკის შესამუშავებლად.

 

 

30 / 07 / 2023

საწყისი თარიღი

30 / 03 / 2024

დასრულების თარიღი