1. გრანტის მიმღები: საქართველოს შემეცნებითი ცენტრი
პროექტის სათაური: თავისუფალი სივრცე სოფელ მარტყოფში
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 6000 აშშ დოლარი
პროექტის უმთავრესი მიზანია შექმნას მარტყოფის მუნიციპალიტეტში ფემინისტური სივცრე ქალებისა და გოგონებისთვის; მეორე მიზანი, კი მათთვის გინეკოლოგიური კონსულტაციის უზრუნველყოფა.
2. გრანტის მიმღები: ვი თუ თექ ჯორჯია
პროექტის სათაური: ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალთა გაძლიერების ინიციატივა
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე
მოთხოვნილი თანხა: 6000 აშშ დოლარი
პროქტის ფარგლებში ჩატარდება კვლევა, რომელიც შეაგროვებს ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების მიმართ ქვემო ქართლის რეგიონში ტექნოლოგიბის გამოყენებით ჩადენილი ძალადობის შესახებ, ქალები შეიძენენ ცოდნას და უნარებს რომ უკეთ დაიცვან თავი კიბერ თავდასხმისგან და დაიცვან პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა.
3. გრანტის მიმღები: ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა
პროექტის სათაური: ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვა უმცირესობებში
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 6000 აშშ დოლარი
პროექტის მიზანია იეზიდი და ბოშა ქალების ცნობიერების ამაღლება და განათლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და მათი უფლებების შესახებ. იეზიდი და ბოშა ქალების უფლების დაცვა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი სხეულის, სექსუალობის და რეპროდუქციული არჩევანის შესახებ.
4. გრანტის მიმღები: ცხოვრება ენდომეტრიოზით
პროექტის სათაური: ენდომეტრიოზის მქონე ქალების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 6000 აშშ დოლარი
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ენდომეტრიოზის მქონე ქალებს დაეხმაროს იმ გამოწვევების გამკვლავებაში, რომლებსაც ამ დაავადების გამო აწყდებიან. პროექტი გულისხმობს მრავალმხრივი მიდგომის მეშვეობით, რომელიც მოიცავს მორგებულ საინფორმაციო რესურსებს (მაგალითად ხელმისაწვდომ მასალებს ქართულ ენაზე), და მარტივად გასაგები ინფორმაციის მიწოდებას, დაავადების ადრეული გამოვლენის ხელშეწყობასა და დაავადების მქონე ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
5. გრანტის მიმღები: მშვიდობის კვლევების ცენტრი
პროექტის სათაური: გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე
მოთხოვნილი თანხა: 6000 აშშ დოლარი
პროექტის მიზანია ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის ხელშეწყობა და გულისხმობს სოფლად მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალის შეხვედრების ორგანიზებას და უსაფრთხო სივრცის შექმნას, მათ შორის ინტერკულტურული კომუნიკაციისა და დიალოგის გაძლიერებას.
6. გრანტის მიმღები: უსახელო გალერეა თბილისი
პროექტის სათაური: The Blue of High Zeniths
რეგიონი: თილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე
მოთხოვნილი თანხა: 6000 აშშ დოლარი
THE BLUE OF HIGH ZENITHS არის 8-დღიანი ღონისძიება, რომელიც მოიცავს კავკასიის რეგიონის ქვიარ და ფემინისტი მხატვრების წარმოდგენებს, გამოფენას, ქსელის ჩამოყალიბების შესაძლებლობასა და საუბრებს. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 12 ქვიარ არტისტი კავკასიის რეგიონიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი). საუბრები და დისკუსიები ფესტივალის ძირითადი ელემენტი იქნება, რადგან საუბრების დაწყება არსებითია ხელოვნების, როგორც პოზიტიური სოციალური ცვლილებების მამოძრავებელი ძალის მხარდასაჭერად და სასურველი წარმოსახვითი მომავლის რეალობად გარდასაქმნელად.
7.გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია“
პროექტის სათაური: ჰაერი ლურჯი აბრეშუმია
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე
მოთხოვნილი თანხა: 6000 აშშ დოლარი
პროექტი გულისხმობს ფილმზე მუშაობას, რომელიც თანამედროვეობაში ადამიანის ადამიანის მარტოობას იკვლევს. ფილმის გმირი ნატა ერთგვარი კრებითი სახეა ქართველი ეკონომიკური მიგრანტების, რომლებიც მწვავე სოციალური პრობლემების გამო ტოვებენ ქვეყანას და ზრუნვის სამუშაოს სხვა ოჯახებში ასრულებენ
8.გრანტის მიმღები: საინიციაივო ჯგუფი (ნატალია მჭედლიშვილი)
პროექტის სათაური: მელნით მოყოლილი ჩემი ამბავი
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 6000 აშშ დოლარი
„მელნით მოყოლილი ჩემი ამბავი“ არის პროექტი, რომელიც გულისხმობს პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების ხმის წარმოსაჩენად ფემინისტური შემოქმედებითი ნამუშევრის შექმნას - ფოტო-პროექტს, რომელიც პოსტიტუციაში ჩაბმული ქალების სვირინგების ფორმების და მათ მიღმა არსებული ისტორიების ასახვის გზით, წარმოაჩენს ამ მარგინალიზებული და სტიგმატიზებული ჯგუფის სიმბოლურ და ემოციურ ნარატივებს.
9.გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი „ქვიარ ფემინისტი ქალები“
პროექტის სათაური: სად არის ჩემი ადგილი?
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 6000 აშშ დოლარი
პროექტი "სად არის ჩემი ადგილი?" ემსახურება ქვიარ ფემინისტი და ქვიარ-მხარდამჭერი ფემინისტი ქალების ფორმალური და არაფორმალური გზებით გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში მარგინალიზებული გენდერის ფონზე, დამატებითი მარგინალიზების ველებთან თანაკვეთაში მყოფი ქალები ისაუბრებენ იდენტობის ძიებასა და არსებულ სოციო-კულტურული ჩარჩოების მიღმა არსებობაზე. პროექტის მიზანია ინტერსექციური აქტივიზმის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ნიმუშების, სოც მედია კამპანიების, კვლევის და დალხენის პრაქტიკების მეშვეობით. პროექტის გამოწვევაა არსებული აქტივიზმის ფორმების და ეფექტურიობის განხილვა, ქვიარ-მხარდამჭერი ფემინისტი ქალების წახალისება და არსებულ პოლიტიკურ ველში თანამოაზრეთა დაკავშირება.
10.გრანტის მიმღები: საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია
პროექტის სათაური: სოციალურად გაცნობიერებული სხეული - აჭარაში მცხოვრები ბელარუსი აქტივისტი ქალების მედეგობის გაზრდა
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე
მოთხოვნილი თანხა: 6000 აშშ დოლარი
პროექტის მიზანს წარმოადგენს პროგრამა „სოციალურად გაცნობიერებული სხეულის“ საშუალებით აჭარაში მცხოვრები ბელარუსი ქალი უფლებადამცველების კოლექტიური ტრავმის გადამუშავება და მედეგობის ზრდის ხელშეწყობა, საქართველოში მათი ხილვადობის გაზრდა და რთული ფსიქოლოგიური ტრავმის სიმპტომების მქონე ქალების გამოვლენა და რეფერირება შესაბამის პროგრამაში.
01 / 11 / 2023
საწყისი თარიღი
01 / 04 / 2024
დასრულების თარიღი