მიმდინარე გრანტი

ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება საქართველოში 2023

 

1. გრანტის მიმღები:  მრავალეროვანი საქართველოს ქალები (ალა ბეჟენცევა)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: „მე ვარ ძლიერი ქალი!“ - ფემინისტური მოძრაობისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნა რუსთავში, მარნეულსა და გარდაბანში (ქვემო ქართლი) – 3 ეტაპი პროგრამის დასრულება ქვემო ქართლის მასშტაბით

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

ბიუჯეტი: 15 000 ევრო

პროექტის მიზანია ფემინიზმის შესახებ ქალების უხილავი და გამოუთქმელი გამოცდილების, შეხედულებებისა და მოსაზრებების შესწავლა. ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების, იძულებით გადაადგილებული პირების, შშმ პირებისა და ეკომიგრანტებისთვის უსაფრთხო სივრცეების შექმნა და ფემინისტური მოძრაობის განვითარება.

 

2. გრანტის მიმღები: ქალთა ხმები (ანი გოგბერაშვილი) 

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: მშვიდობის მშენებლობა და დევნილი ახალგაზრდა ქალების

გაძლიერება განგრძობადი ბორდერიზაციის პირობებში

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

ბიუჯეტი: 15 000 ევრო

პროექტი მიზნად ისახავს შიდა ქართლის რეგიონში დევნილი ქალებისთვის თავისუფალი, უსაფრთხო სივრცის შექმნას კონფლიქტებთან და მშვიდობის მშენებლობის გენდერულ ასპექტებთან დაკავშირებული ცოდნის მისაღებად და საკუთარი გამოცდილებების გადასააზრებლად. ამისათვის, მოწვეული ექსპერტი შექმნის ტრენინგის მოდულს და ჩაატარებს შეხვედრებს პროექტის მონაწილეებთან. გარდა ამისა, ორგანიზაცია გამოაცხადებს ბლოგების კონკურსს მონაწილეებისთვის და შესთავაზებს მათ “ქალთა ხმების” ახლადშექმნილ ვებგვერდს, როგორც საკუთარი მოსაზრებებისა და გამოცდილებების გაზიარების პლატფორმას. გარდა ამისა, ორგანიზაციის წარმომადგენელი თარგმნის სტატიებს პროექტის თემატიკაზე და განათავსებს ვებგვერდზე. ამასთან ერთად, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე თემატური ვიდეოების გამოქვეყნებას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ხილვადობის გასაზრდელად. საბოლოოდ, პროექტი ხელს შეუწყობს დევნილ ახალგაზრდა ქალებთან დაწყებული მუშაობის გაგრძელებას და ფემინსტური ქსელის გაფართოებას.

 

3. გრანტის მიმღები: თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი (ელენე მჭედლიშვილი)

რეგიონი: კახეთი, თელავი

პროექტის სათაური: ქალთა ერთობლივ ინიციატივებიდან დამოუკიდებლობამდე 

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

ბიუჯეტი: 15 000 ევრო

პროექტი მიზნად ისახავს თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მუდმივმოქმედი კლუბის წევრების - ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების წარმომადგენელი ქალების (დედები, დები, ბებიები); შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების/ქალების, გაძლიერებას პროფესიული გადამზადების, დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და ინფორმაციის გაზიარების გზით, რაც ხელს შეუწყობს სამიზნე თემს დამოუკიდებელ ცხოვრების ხელშეწყობაში.

 

4.გრანტის მიმღები: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (თამარ ხიდაშელი)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა საქართველოში -საფრთხეები და გამოწვევები

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

ბიუჯეტი: 15 000 ევრო

პროექტის ფარგლებში დემოკრატიის კველვის ინსტიტუტი გეგმავს შეისწავლოს საქართველოში ანტიგენდერული მოძროაბის აღმასვლის დინამიკა, მისი სოციო-პოლიტიკური მდგენელები და ძირითადი ნარატივები ჰოლისტური მიდგომით. კერძოდ, შეიმუშაოს კვლევითი დოკუმენტი, რომელიც  გააერთიანებს მედიამონიტორინგის ერთი წლის შედეგებს და აგერთვე გენდერის მკლვევარების, სამოქალაქო სექტორისა და მედია წარმოამდგენლების გამოცდილებებსა და ექსპერტულ ცოდნებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება მედიამონიტორინგი. პროექტის გუნდი უზრუნევლყოფს შესაბამის კვლევის მეთოდოლოგიაზე დაყრდობით 15 სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარებას. კვლევის ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, თბილისში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ჩატარდება  5 საინფორმაციო შეხვედრა.

 

5. გრანტის მიმღები:  საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები (ლიკა გულბანი)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: სხეული, განცდა და გამოცდილება

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

ბიუჯეტი: 15 000 ევრო

პროექტი “სხეული, განცდა და გამოცდილება” მიზნად ისახავს ადგილობრივ ქვიარ და ფემინისტურ აზროვნებასა და სივრცეებში ქალი და ქვიარ ადამიანების სხეულებრივი გამოცდილებების, როგორც რეფლექსიის, პოლიტიზებისა და თვით-აფირმაციის ობიექტის გაჩენას, რამაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ქვიარ და ფემინისტური მოძრაობის ჭრილში ახალი და მანამდე გაუჟღერებელი ნარატივების გაჩენაში და გარკვეულ წილად, ახალი  სიცოცხლე უნდა მისცეს მას. პროექტი გულისხმობს ფემინისტური ცოდნების გაზიარებას, გაცნობას და ხელმისაწვდომობას სამიზნე აუდიტორიისათვის, საკითხის გარშემო ტექსტუალური და ვერბალური ინფორმაციის მიმოცვლასთან ერთად, ვიზუალურ ხელოვნებაში, აღნიშნული საკითხების გამოსახვისა და გამოხატვის წახალისებასა და ახალგაზრდა ქალი და ქვიარ არტისტების მხარდაჭერას.

 

6. გრანტის მიმღები: აიწონა-დაიწონა (მარაიკე ვენცელი)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: ცხოვრების გზების გადაკვეთები (II)

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

ბიუჯეტი: 15 000 ევრო

პროექტი მიზნად ისახავს ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ქალის პუბერტატსა და მენოპაუზაზე ფოკუსირებით. პროექტის ფარგლებში ქალებისა და გოგოებისთვის ამ საკითხებზე სასაუბროდ, კითხვების დასმისთვისა და იდეების გაცვლისთვის, შეიქმნება უსაფრთხო სივრცე, რაც  გააძლიერებს მათ ცოდნას აღნიშნულ თემებზე და ხელს შეუწყობს საკითხთან დაკავშირებული სტიგმის მოხსნას.

 

7. გრანტის მიმღები: საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია (მარიამ პაიჭაძე)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: ბერსერკები II: მზიანი მხარე

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

ბიუჯეტი: 15 000 ევრო

პროექტის მიზანია წარმოაჩინოს და სცენიდან გააჟღეროს ქალის ხმა, მისი გრძნობები, ემოციები და დამოკიდებულებები. სწორედ ამის მცდელობას წარმოადგენს სპექტაკლის, „ბერსერკების“ მეორე სერიის დადგმა, რომლისთვისაც ქართულ ლიტერატურაში ყველაზე გამორჩეული ფიგურის, ქეთი ნიჟარაძის, პროზა შეირჩა. 1987 წელს გამოცემული მისი სადებიუტო რომანი, „ავტოპორტრეტი“, ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში ქალის უნიკალურ ხმად, პერსპექტივად თუ მგრძნობელობად რჩება.

 

8. გრანტის მიმღები: დავიწყოთ ახლა (ნანა გოგოხია)

რეგიონი: თბილისი; ზუგდიდი

პროექტის სათაური: აქტიური ქალები, ქალთა უფლებებისთვის

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

ბიუჯეტი: 15 000 ევრო

პროექტის მიზანია  სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივი ფემინისტური რესურსის გაძლიერების ხელშეწყობა  და მხარდაჭერა,   შემდგომში ადგილობრივ დონეზე  ქალთა უფლებრივი მდგომარეობის ადვოკატირებისა და გაუმჯობესებისთვის. პროექტის  ამოცანებს წარმოადგენს: სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები აქტიურ ქალთა ქსელის წევრების გაძლიერება; ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია ადგილობრივ დონეზე ქალთა უფლებების აქტუალიზაციისკენ; ქალების ცნობიერების ამაღლება  მონაწილეობითი პროცესების შესახებ.

 

9. გრანტის მიმღები: ლიქუიდ სთრაქჩერს (ნონა მარკარიანი)

რეგიონი: აჭარა, ბათუმი

პროექტის სათაური: Liquid Structures: Reshaping histories through the water

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

ბიუჯეტი: 15 000 ევრო

პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონის დეკოლონიზებული ფემინისტური ნარატივის შექმნას. პროექტის განმავლობაში ხუთი სხვადასხვა პრაქტიკის მქონე ქალი/ქალური გამოცდილების მქონე არტისტი შავი ზღვის ქვეყნებიდან ერთად იმუშავებს კვლევაზე, ჩაატარებს კოლექტიური კითხვის სესიებს ჰიდროფემინიზმზე და რადიკალური კოლექტიურობის პრინციპებზე დაყრდნობით შექმნის ნამუშევრებს, რომელიც წარმოდგენილი იქნება გამოფენა - ინტერვენციის სახით ბათუმში, ზღვის პირას, პირსის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება ვორქშოფები, დისკუსიები და გამოიცემა ექსპერიმენტული ბეჭდური და ონლაინ პუბლიკაცია ცოდნის შენახვისა და გაზიარების მიზნით.

 

10. გრანტის მიმღები:  სოციალურ მუშაკთა გაერთიანება (სოფიკო ხვთისიაშვილი)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: მომეტებული საფრთხის შემცველ პროფესიებში დასაქმებული ქალების ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობა

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

ბიუჯეტი: 15 000 ევრო

პროექტი მიზნად ისახავს მომეტებული საფრთხის შემცველ პროფესიებში დასაქმებული ქალების ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობას. პროექტის ღონისძიებების განსაზღვრას წინ უსწრებდა სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ სამიზნე ჯგუფების საჭიროებების მოკვლევა და ანალიზი. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი იქნება 40 დასაქმებული ქალი, ხოლო ირიბად ისარგებლებს 2000-ზე მეტი ადამიანი. პროექტის განხორციელების ადგილია თბილისი და ქუთაისი. 


 

20 / 10 / 2023

საწყისი თარიღი

20 / 05 / 2024

დასრულების თარიღი