1.გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი “ადგილობრივი ქალები საარსებო გარემოსთვის”
პროექტის სათაური: ადგილობრივი ქალები საარსებო გარემოსთვის
რეგიონი: თბილისი (აჭარა, ქვემო ქართლი, იმერეთი)
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო
პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ენერგეტიკული პროექტებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ადგილობრივი ქალების ინფორმირება, ან უკვე ინფორმირებული ადგილობრივი ქალების ქსელის გაფართოება, მათთან ერთად სამომავლო ინიციატივების დასახვა, საბოლოოდ კი საჯარო პლატფორმის „ადგილობრივი ქალები საარსებო გარემოსთვის“ შექმნა, რომელიც გაავრცელებს აღნიშნულ თემებზე ინფორმაციას სხვადასხვა მულტიმედიური საშუალებებით. პროექტის მთავარი სამიზნე ჯგუფია მთიანი აჭარის სხვადასხვა სოფლებში, დაბა კაზრეთისა და ჭიათურის შემოგარენში მცხოვრები ქალები.
2.გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი „სუფთა და ჯანსაღი გარემო ჩვენი შვილებისთვის“
პროექტის სათაური: რას ამბობენ წყაროსთან
რეგიონი: გურია, ოზურგეთი, სოფელი წითელმთა
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო
პოექტის მიზანია გურიის რეგიონში თანასწორობაზე, ეკო-მეგორულ მშენებლობაზე და ქალთა გამოწვევებზე ინფორმაციული შეხვედრების, დისკუსების და სემინარების სერიის ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის მშენებლობისკენ მიმართულ სათემო აქტივიზმს და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობას.
3.გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი „ქალები ეკოლოგიისთვის“
პროექტის სათაური: უფლება გარემოზე - ეკოლოგიური ზიანის შემცირება ქალთა
ჩართულობის გზით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
რეგიონი: იმერეთი, ზესტაფონი
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო
პროექტის მიზანია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის
გავლენების შეფასება ქალთა საჭიროებებზე და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ქალთა ინფორმირების გაზრდა. პროექტის ამოცანებია: 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქალთა საჭიროებების შეფასება; 2. ქალთა ინფორმირების გაზრდა ეკოლოგიური საჭიროებების საკითხებზე და ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების პროცესის ხელშეწყობა.
4.გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი „ალვანის საოჯახო სასტუმროები“
პროექტის სათაური: მზის ენერგიის გამოყენება საოჯახო სასტუმროებში
რეგიონი: კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვემო ალვანი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო
პროექტი გულისხმობს კახეთის რეგიონში მზის ენერგიის გამოყენების დანერგვას საოჯახო სასტუმროებში.
5.გრანტის მიმღები: ეკო ცენტრი
პროექტის სათაური: გარემოსდაცვით ადვოკატირებაში ქალთა ჩართულობის
წახალისება რუსთავში
რეგიონი: ქვემო ქართლი, რუსთავი
პროექტის ხანგრძლივობა: 9 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო
პროექტის მიზანია გარემოსდაცვით ადვოკატირებაში ქალებისა და გოგონების ჩართულობის წახალისება მათი ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების გაზრდის გზით.პროექტს ექნება ორი ძირითადი ამოცანა: 1. გარემოსდაცვით აქტივიზმსა და ადვოკატირებაში ქალების ჩართულობის წახალისება მათი ინფორმირებისა და გაძლიერების გზით 2. „ეკო ცენტრის“ ნარჩენების შემცირების კამპანიის გაძლიერება და მისი, როგორც ქალ გარემოსდამცველთა ორგანიზაციის შესაძლებლობების გაზრდა.
6.გრანტის მიმღები: გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“
პროექტის სათაური: აქტიური ქალები უსაფრთხო გარემოსათვის
რეგიონი: გურია, ოზურგეთი
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო
პროექტის მიზანია ქალთა გააქტიურება გარემოსდაცვით საკითხებში, მათი გაძლიერება-ადვოკატირება. პროექტის ამოცანები: 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (სოფლები შეირჩა ქარსაფარი ზოლების უმძიმესი მდგომარეობის მიხედვით) მცხოვრებ ქალთა და სამოქალაქო აქტივისტთა ადვოკატირების კამპანიის წარმოება გარემოსდაცვით საკითხებზე, კერძოდ, მათთვის ინფორმაციის მიწოდება გარემოსდაცვით დემოკრატიაზე, ქარსაფარი ზოლების შენარჩუნების მნიშვნელობაზე, სავარგულების დაცვაზე, ეკოლოგიური საფრთხეებსა და კლიმატის ცვლილებებზე. პროექტის ფარგლებში დაიწყება კონსულტაციები ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
7.გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი „ქალები გარემოსდაცვითი გამოწვევების წინააღმდეგ“
პროექტის სათაური: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების
უარყოფითი ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ქალთა ჯგუფების გაძლიერება და კლიმატის
ცვლილების შედეგების მიმართ მათი მოწყვლადობის შემცირება - პროექტის მე-2 ფაზა
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო
პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებისა და ჩართულობის გზით იმ უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, რომელსაც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური გარემოსდაცვითი გამოწვევები და კლიმატის ცვლილება იწვევს.
8.გრანტის მიმღები: ახალგაზრდების განვითარების ქსელი
პროექტის სათაური: ქალების დღიური - Write Her Story
რეგიონი: აჭარა, ბათუმი
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო
პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა გოგოების საგანმანათლებლო ბაზის გაზრდა ქალთა უფლებების, ფემინისტური იდეების შესახებ და გოგონების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი სამართლიანობის, გარემოსდაცვით საკითხებში ქალების როლისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხებზე.
9.გრანტის მიმღები: თანადგომა - 2020
პროექტის სათაური: ქალთა ჯგუფები გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ
რეგიონი: იმერეთი, ვანი ს. სალხინო
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 4800 ევრო
პროექტის ფარგლებში ქალაქ ვანის მოქალაქეებისთვის ჩატარდება საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანია ეკოლოგიური საკითხების შესახებ. გარდა ამისა, იმუშავებენ ადგილობრივ ხელისუფლებასა და ქალთა აქტიურ ჯგუფებს შორის კომუნიკაციის გააქტიურებისთვის.
10.გრანტის მიმღები: არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებების და განათლებისთვის
პროექტის სათაური: მოქალაქეთა ჩართულობით ადვოკატირების კამპანია ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად
რეგიონი:იმერეთი, ქუთაისი
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო
პროექტის მიზანს წარმოადგენს, მომზდდეს სამართლებრივი დოკუმენტები და პეტიცია, რომლის საფუძველზეც ქუთაისში არსებული მეტალურგიული ქარხანა დაამონტაჟებს მავნე გამონაბოლქვის საწინააღმდეგო ფილტრებს, მძიმე მეტალების გამოფრქვევის და მოსახლეობაში სხვადასხვა (გამონაბოლქვის შედეგად წარმოქმნილი) დაავადებების გავრცელების შესაჩერებლად. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ადვოკატირების კამპანია მეტალურგიური ქარხნის ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლებთან.
10 / 02 / 2024
საწყისი თარიღი
10 / 07 / 2024
დასრულების თარიღი