1. გრანტის მიმღები: ორგანიზაცია გარემოს კვლევისა და სახეობათა კონსერვაციისთვის
რეგიონი: თბილისი
პროექტის სათაური: მემწვანილე ქალების უჩინარი შრომა და კლიმატის ცვლილების გავლენა მათ საქმიანობაზე
პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე
ბიუჯეტი: 10 000 ევრო
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი მემწვანილე ქალების ისტორიებისა და გამოწვევების ვიდეო დოკუმენტირება და გაზიარება ფართო საზოგადოებისათვის, რათა საზოგადოებამ გაიზიაროს და ხელი შეუწყოს მათ ეკონომიკურ და კლიმატ მდგრადობას.
2. გრანტის მიმღები: გორის სათემო რადიო მოზაიკა
რეგიონი: შიდა ქართლი, გორი
პროექტის სათაური: ქალები საერთო მიზნისთვის
პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე
ბიუჯეტი: 10 000 ევრო
პროექტი გულისხმობს გორის მუნიციპალიტეტში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას, რისთვისაც დაგეგმილია გორში ქალთა ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების და ქალი აქტივისების გაერთიანება და მათ შორის სოლიდარული, ურთიერთმხარდამჭერი და თანამშრომლური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. პროექტი ითვალისწინებს იმ საერთო მიზნების და გამოწვევების წარმოჩენას, რომლის წინაშეც მუნიციპალიტეტში მცხოვრები და მომუშავე ქალები დგანან და ვითარების შეცვლისთვის ერთიანი გეგმით და ძალებით მუშაობის გრძელვადიანი საფუძველის შექმნას.
3. გრანტის მიმღები: სოლიდარობის თემი
რეგიონი: აჭარა, ხულო
პროექტის სათაური: ფემინისტური და ქვიარ ჯგუფების მხარდაჭერა აჭარაში
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
ბიუჯეტი: 10 000 ევრო
პროექტის ფარგლებში დაიგეგმება და მოეწყობა ქვიარ და ფემინისტური ბანაკი, რომელიც მთლიანად ორინეტირებული იქნება მონაწილეების თვითზრუნვის პრაქტიკების ჩამოყალიბებასა და მენტალური ჯანმრთელობის ზრუნვაზე. მომზადდება 3 ვიდეო რგოლი, სადაც ფემინისტი, აქტივისტები ისაუბრებენ არსებულ გამოწვევებზე. გაიმართება ესეების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 14 დან 29 წლამდე ახალგაზრდები, რომლის მთავარი თემა მთიან აჭარაში მცხოვრები ქალების გამოწვევები იქნება.
4.გრანტის მიმღები: ვაკეთოთ ერთად
რეგიონი: იმერეთი, წყალტუბო
პროექტის სათაური: ინტერ-კულტურული დიალოგი - ნაბიჯი ინტეგრაციისკენ
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
ბიუჯეტი: 10 000 ევრო
პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონში მცხოვრები რეპატრიანტი მესხების სოციალური და კულტურული ინტეგრაციის ხარისხის ამაღლება ინტერ-კულტურული დიალოგის და ტრენინგების ჩატარების გზით.
5. გრანტის მიმღები: საორსა
რეგიონი: აჭარა, ბათუმი
პროექტის სათაური: რეგიონული ფემინისტური ლიდერობის გაძლიერება არა-ძალადობრივი კულტურის მშენებლობისთვის აჭარის რეგიონში
პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე
ბიუჯეტი: 10 000 ევრო
პროექტის მიზანია აჭარის რეგიონის 50 სოფელში მაცხოვრებელი ადამიანების, ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების გაძლიერება ფემინისტური ლიდერობის მშენებლობისა და არაძალადობრივი გარემოს დამკვიდრებისკენ. პროექტის ამოცანებია: ა) ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს 50 სოფელში საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება; ბ) კამპანიის ფარგლებში ფემინისტური თემატიკის მომცველი 50 ფოტოს მომზადება და საჯარო გამოფენის ჩატარება; გ) მოკლემეტრაჟიანი ფილმის კონკურსის გამოცხადება და დაჯილდოების ორგანიზება პროექტის დახურვის ღონისძიებაზე.
6. გრანტის მიმღები: ქალები ჯავახეთის მომავლისთვის
რეგიონი: სამცხე-ჯავახეთი, ახალქალაქი
პროექტის სათაური: ქალები ქალებისთვის ჯავახეთში
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
ბიუჯეტი: 10 000 ევრო
პროექტის მიზანია ახალქალაქის რაიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სხვადასხვა ასაკის გოგონებისა და ქალების პიროვნული და სამოქალაქო გაძლიერება ფემინიზმისა და აქტივიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებით, ქართული ფემინისტური ორგანზიაციებისა და ინიციატივების გაცნობით, არტ აქტივობებითა და იოგა სესიების შეთავაზებით, კონკრუსით წახალისებითა და ფართო აუდიტორიაზე წვდომის გაზრდით, რათა რეგიონში თანდათან გაიზარდოს ინტერესი და ცნობიერება ქალთა გამოწვევებსა და მიღწევებზე.
7. გრანტის მიმღები: ქვემო ქართლის მედია
რეგიონი: ქვემო ქართლი, რუსთავი
პროექტის სათაური: ქალი ჟურნალისტები ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელი ქალების გაძლიერებისთვის
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
ბიუჯეტი: 10 000 ევრო
პროექტის მიზანია, მედიის როგორც ინსტრუმენტის გამოყენებით, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები მარგინაზებული ჯგუფების წევრი ქალების, უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მიზნის მისაღწევად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს საზოგადოების ამ ნაწილის გამოწვევების აქტიურ გაშუქებას, საინფორომაციო შეხვედრების და დისკუსიების ორგანიზებას რეგიონში.
8. გრანტის მიმღები: ახალგაზრდების განვითარების ქსელი
რეგიონი: აჭარა, ბათუმი
პროექტის სათაური: ქალები თანასწორობისთვის
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
ბიუჯეტი: 10 000 ევრო
მაღალმთიანი აჭარა ქალთა უფლებების დაცულობის მიხედვით მოწყვლადი ტერიტორიაა, საჭიროებს ქალთა გაძლიერებაზე მიმართულ აქტივობებს. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ქედა, შუახევი, ხულო) მცხოვრები ახალგაზრდა (16-29 წლის) გოგოების მხარდაჭერას, მათ ირგვლივ არსებული პრობლემების იდენტიფიცირება/აღმოფხვრას და ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის, ფემინიზმისა და ქალთა უფლებების შესახებ.
9. გრანტის მიმღები: ქალი და სამყარო
რეგიონი: ქვემო ქართლი, ბოლნისი
პროექტის სათაური: ქვემო ქართლის ქალები მრავალშტოიანი დისკრიმინაციის დასაძლევად და ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის გასაძლიერებლად
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
ბიუჯეტი: 10 000 ევრო
პროექტის მიზანია სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობით და ურთიერთკოორდინირებული ძალისხმევით ქალთა მიმართ მრავალმხრივი ძალადობის პრევენცია, ადვოკატირება და მხარდამჭერი მდგრადი მექანიზმების შექმნა გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობისთვის. პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული სამიზნე სოფლების(10): ნახიდური, ტალავერი, სოფ. ბოლნისი, აკაურთა, ძველი ქვეში, დარბაზი, ფოლადაური, ქვემო ბოლნისი, ფარიზი, ჯავშანიანი, მოსახლეობის წარმომადგენლები. ასევე, სოფლის ადმინისტრაციის და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები (მასწავლებლები, მოსწავლეები, ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭოს, შშმ პირთა საბჭოს, უწყებათაშორისი კომისიის, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები).
10. გრანტის მიმღები: თანაზიარი
რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი
პროექტის სათაური: მე მარტო არ ვარ
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
ბიუჯეტი: 10 000 ევრო
პროექტის მიზანია მარტოხელა დედების გაძლიერება, მათი ინფორმირებულობისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. პროექტის მიზნობრივი ჯგუფები (მარტოხელა დედები) შეირჩევიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით.
01 / 11 / 2023
საწყისი თარიღი
01 / 06 / 2024
დასრულების თარიღი