დასრულებული გრანტი

ღია კარის საგრანტო პროგრამა 2018

2018 წლის „ღია კარის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაიცა 9 გრანტი:

დაფინანსებული პროექტებია:

 

1.აპლიკანტი: ანა ბაქანიძე

პროექტის სათაური: პროექტის სათაური: ფემინისტური ასპექტები  XIX-XX საუკუნის მიჯნის ქართულ ბეჭდურ მედიაში

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2340 დოლარი

პროექტის მიზანია მეცხრამეტე საუკუნის ბეჭდურ მედიაში ასახული ფემინისტური ასპექტების კვლევა, საინტერესო სტატიების ერთ წიგნში თავმოყრა. სამომავლოდ, ამ საკითხების და კვლევის შედეგების მკვლევარებისთვის და საზოგადოებისთვის გაცნობა.

 

2.აპლიკანტი: ლუიზა ლაფერაძე

პროექტის სათაური: ლუიზა ლაფერაძის პერსონალური გამოფენა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი

პროექტი გულისხმობდა გამოფენა-ექსპოზიციისთვის საგანგებო ნამუშევრების შექმნას, გამოფენის გამართვასა და გამოფენაზე მხატვარისა და აუდიტორიის დიალოგის სივრცის შექმნას.

 

3.აპლიკანტი: უფლებებისა და განათლებისათვის (ქეთევან ბერძენიშვილი)

პროექტის სათაური: ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრთა ტრენინგების სერია ქალთაუფლებების, ლგბტ თემის წარმომადგენელთა და შშმ ქალთა შესახებ

რეგიონი: ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2238 დოლარი

პროექტის მიზანს წარმოადგენს, ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ჩაუტარდეთ საგანმანათლებლო, ცნობიერების დონის ასამაღლებელი ტრენინგები ქალთა უფლებებზე, ლგბტ და შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მიიღონ მეტი ცოდნა უფლებრივ და საკანონმდებლო რეგულაციებზე. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებესა და ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციებზე, რათა შემდგომ სადეპუტატო საქმიანობაში ასახონ საკუთარი დამოკიდებულება და საკანონმდებლო ინიციატივები.

 

4.აპლიკანტი: სოციალური შუქნიშანი (მაია კილაძე)

პროექტის სათაური: გზაზე ერთი ქალი მოდიოდა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი

პროექტის მიზანია, შექმნას საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც ხაზს გაუსვამს ქალთა ისტორიულ როლსა და ღვაწლს, ამავე დროს წარმოაჩენს, რა საერთო პრობლემებთან უწევდათ ქალებს გამკლავება ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, რაც ერთი მხრივ ხელს უშლიდა ქალებს სათანადოდ გამოეყენებინათ საკუთარი პოტენციალი და უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხოლო მეორე მხრივ, აკნინებდა და ნაკლებ ყურადღებას უთმობდა ქალთა ღვაწლის აქტიურ წარმოჩენას.

 

5.აპლიკანტი: კაქტუსი (ცირა გვასალია)

პროექტის სათაური: მასტექტომიის შედეგებზე ცნობიერების ამაღლება

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი

პროექტი წარმოაჩენს ისეთ ინტიმურ და მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ძუძუსა და იღლიის არეალის გაუგრძნობელოების (numbing) თემა. პროექტი ძუძუს კიბოს თემას  ქართული მედიისთვის უნიკალური კუთხით წარმოაჩენს და ხელს შეუწყობს ამ თემის იდენტიფიცირებას, წამოწევას და დისკუსიის გამართვას. 

 

6.აპლიკანტი: აია ბერაია

პროექტის სათაური: სტატია აღმოსავლეთ ევროპული სამეცნიერო ჟურნალისთვის Feminist Critique

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე

მოთხოვნილი თანხა: 330 დოლარი

პროექტის მიზანია პროექტის ავტორის სამაგისტრო ნაშრომზე, „ნაციონალიზმი და ჰეგემონური მასკულინობა პოსტსაბჭოთა საქართველოში“, დაყრდნობით ინგლისურენოვანი სამეცნიერო სტატიის დაწერა, რომელიც მზად იქნება სამეცნიერო ჟურნალში წარდგენისთვის.

 

7.აპლიკანტი: დინა ოგანოვა, სალომე ბენიძე

პროექტის სათაური: (S)hero(es) - ფოტოწიგნი და გამოფენა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 9 თვე

მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი

“(S)hero(es)” ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელი ომის ქრონოლოგიის აღდგენის, ყველასათვის კარგად ცნობილი ტრაგედიის შიდა მხარის ჩვენების მცდელობაა, რადგან წიგნის ავტორებს სწამთ, რომ არაფერში ისე არ ჩანს ცალკეული ქვეყნისა თუ კაცობრიობის ისტორია, როგორც ინდივიდების ამბებში. ასევე, ფოტოწიგნი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ქალების როლს მშვიდობის მშენებლობაში და სააშკარაოზე გამოიტანს ომის ჯერ კიდევ უცნობ ისტორიებს.

 

8.აპლიკანტი: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი თბილისში (ნატო შავლაყაძე)

პროექტის სათაური: თავშესაფარს მიღმა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 20595 ლარი

კამპანია „თავშესაფარს მიღმა“ მიზნად ისახავდა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში დროებით მცხოვრები ქალების დასაქმებისა და ფინანსური გაძლიერების ხელშეწყობას. მათ მხარდასაჭერად მოეწყო ხელოვანების მიერ შემოწირული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი.

 

9.აპლიკანტი: მაკა კილაძე

პროექტის სათაური: Lucky Mom

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 658.60 ევრო

პროექტი გულისხმობდა თბილისის მესამე საერთაშორისო ტრიენალეს ფარგლებში მაკა კილაძის გამოფენის მხარდაჭერას სახელწოდებით „ Lucky Mom“.

9

გაცემული გრანტები