დასრულებული გრანტი

ქალთა ჯგუფების ორგანიზება - ადვოკატირება, ლობირება, ლიდერობა ქალთა უფლებებისთვის

თელავი:

 

1. საინიციატივო ჯგუფი - ქალები მწვანე თელავისთვის

საინიციატივო ჯგუფის ლიდერი - ნანა გარჯიყაული

პროექტის მთავარი მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიისა და გენდერის საკითზებზე სოფლის მეურნეობაში. შედეგად, ნაგვის გადამუშავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა თელავის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში. ამ სოფლების მოსახლეობამ გენდერული კვოტების შესახებ პეტიციისთვის ხელმოწერის სურვილიც გამოთქვა.

 

2. საინიციატივო ჯგუფი - ქალები ქალებისათვის

სამოქმედო გეგმა - სადისკუსიო კლუბები ქალთა ჯანმრთელობასა და განათლებაზე

საინიციატივო ჯგუფის ლიდერი - ნანა კიბიშაური

პროექტის მთავარი მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ქალების ჩართვა ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაში. ჯგუფმა გამოავლინა, რომ ქალები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს (პანკისის ხეობა) არ იღებენ რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საჭირო სამედიცინო მკურნალობას მათ რეგიონში არსებული ტრადიციული ღირებულებების და დამოკიდებულებების გამო.

შედეგად, პანკისის რეგიონის 4 სოფელში ჩატარდა 5 ტრენინგი, 60 ქალმა გაიარა სამედიცინო შემოწმება და შეიცვალა როგორც ამ ქალების, ასევე მათი ოჯახების უარყოფითი დამოკიდებულება რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების მიღებასთან დაკავშირებით.

 

3. საინიციატივო ჯგუფი - ქალები ქალების უკეთესი მომავლისთვის

სამოქმედო გეგმა - თანაბარი შესაძლებლობები და ხელმისაწვდომი გარემო ყველა ქალისთვის

საინიციატივო ჯგუფის ლიდერი - რუსუდან ესტატიშვილი

პროექტის მთავარი მიზანი იყო თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ქალების ცნობიერების ამაღლება საკუთარი უფლებების შესახებ. ის ასევე მიზნად ისახავდა ამ ქალთა უფლებების სამომავლო ადვოკატირებისთვის არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების კვლევას.

20 შშმ ქალისა და გოგონასთვის ჩატარებული ტრენინგებისა და შეხედრების შედეგად მონაწილეებისგან შეიქმნა ახალი საინიციატივო ჯგუფი, რომელბიც გეგმავენ საკუთარი უფლებების ადვოკატირების დაწყებას როგორც ადგილობრივ, ისე ქვეყნის მასშტაბით.

 

მარნეული:

 

1. სამოქმედო გეგმა - ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება

საინიციატივო ჯგუფის ლიდერი - ლეილა მამედოვა

პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა სელექციური აბორტების, როგორც ქალთა მიმართ უჩინარი ძალადობის და მარნეულის მუციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების უფლებების შესახებ. პროექტის ერთ-ერთი მიზანი ასევე იყო სელექციური აბორტის შესახებ კანონის ადვოკატირება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ჩატარებული 8 შეხვედრის შედეგად, 176 ადამიანზე მეტს მიეწოდა ინფორმაცია სელექციური აბორტების და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. საბოლოო შეხვედრაზე ისეთმა აქტორებმა, როგორიცაა მედია, პარტიის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლების დირექტორები და მასწავლებები, იმსჯელეს სელექციური აბორტების პრობლემასა და მისი დაძლევის გზებზე. საინიციატივო ჯგუფი გეგმავს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას და ეროვნულ დონეზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას.

 

2. სამოქმედო გეგმა - ინფორმირებული ქალი ძლიერი ქალია

საინიციატივო ჯგუფის ლიდერი - საბინა თალიბოვა

პროექტის მიზანი იყო სოფლად მცხოვრებ ქალთა გავლენიანი გრასრუთ მოძრაობის შექმნა ნარჩენების მართვის პოლიტიკის შესაცვლელად მარნეულის მუნიციპალიტეტში.

სამოქმედო გეგმის აქტივობები მოიცავდა მარნეულის 4 მუნნიცპალიტეტში შეხვედრების ორგანიზებას, სადაც ქალტა უფლებების და გარემოსაცვითი სამართლის შესახებ ისაუბრეს იურისტებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლებმა. შეხვედრის შედეგად, ადგილობრივთა ინიციატივით, შეიქმნა და ხელი მოეწერა პეტიციას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.

 

3. საინიციატივო ჯგუფი - ახალგაზრდა ლიდერი ქალები

სამოქმედო გეგმა - გოგონათა მხარდაჭერა მათი მომავლის დაგეგმვაში

საინიციატივო ჯგუფის ლიდერი - ნინი მახნიაშვილი

პროექტის მთავარი მიზანი იყო გოგონების ცნობიერების ამაღლება განათლების მნიშვნელობის შესახებ ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით.

სამოქმედო გეგმის განხორციელებისას, მარნეულის სოფლების 5 სკოლაში გაიმართა შეხვედრები, მონაწილე გოგონები ეწვივნენ თბილისის ტექნო პარკს, ასევე, ჰქონდათ საბოლოო შეხვედრა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში. შედეგად, 60 გოგონას მიეწოდა ინფორმაცია საკუთარი უფლებების და განათლების შესაძლებლობების შესახებ.

 

ახალციხე:

 

1. საინიციატივო ჯგუფი - კავშირი

სამოქმედო გეგმა - ქორწინება შენი უფლებაა

საინიციატივო ჯგუფის ლიდერი - მაია გაჩეჩილაძე

პროექტის მთავარი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ადრეული ქორწინების შესახებ არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოზე.

სამოქმედო გეგმის აქტივობები მოიცავდა ახალციხის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში 8 ტრენინგს, რომელსაც 14-18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 125 წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე. შეხვედრების მნიშვნელოვანი შედეგი იყო დამსწრე ახალგაზრდების დამოკიდებულების ცვლილება ქალთა უფლებების მიმართ.

 

2. საინიციატივო ჯგუფი - ქალების იმედი

სამოქმედო გეგმა - ქალები და რეპროდუქციული უფლებები

საინიციატივო ჯგუფის ლიდერი - მარიამ იველაშვილი

სამოქმედო გეგმის მიზანი იყო გოგონებისა და ქალების ცნობიერების ამაღლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და არსებულ სკრინინგ პროგრამებზე. ტრენინგებში 80-ზე მეტმა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

 

3. საინიციატივო ჯგუფი - ცვლილებები იწყება ჩვენგან

სამოქმედო გეგმა - ახალგაზრების მობილიზება ადრეული ქორწინებების პრევენციისთვის

საინიციატივო ჯგუფის ლიდერი - თეონა მაისურაძე

სამოქმედო გეგმის მთავარი მიზანი იყო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ადრეული ქორწინების შესახებ. ის ასევე მიზნად ისახავდა არსებული პატრიარქალური დამოკიდებულებების შეცვლად ქალების და გოგონების უფლებების მიმართ.

სამოქმედო გეგმის განხორციელებისას ჩატარდა ხუთი ტრენინგი და ხუთი ფილმმის ჩვენება. ასევე, კონკურსის შედეგად, მონაწილეების მიერ შეიქმნა 4 სოციალური ვიდეო ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, გამარჯვებული სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა. საბოლოოდ, სამოქმედო გეგმის შედეგად, ახალგაზრდების დამოკიდებულება ადრეული ქორწინების მიმართ დადებითიდან უარყოფითისკენ შეიცვალა.

 

ახალქალაქი:

 

1. საინიციატივო ჯგუფი - ჯავახეთის განათლებული და აქტიური ქალები

სამოქმედო გეგმა - ადრეული ქორწინების დაუსჯელობა

საინიციატივო ჯგუფის ლიდერი - ანაიდა ასატურიანი

პროექტის მთავარი მიზანი იყო ადრეული ქორწინების პრობლემის ადვოკატირება ახალქალაქის პოლიციის დეპარტამენტებსა და სამედიცინო ცენტრებთან. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ამავე თემაზე ჩატარდა ტრენინგები და სემინარები სტუდენტების, მასწავლებლების და მშობლების მონაწილეობით - სულ 109 ადამიანი.

 

2. სამოქმედო გეგმა - რეპროდუქცული ჯანმრთელობა

საინიციატივო ჯგუფის ლიდერი - გოარ ავაკიანი

პროექტის მთავარი მიზანი იყო 15-20 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის გოგონების ცნობიერების ამაღლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სექსუალური გზით გადამდები დაავადებების, ვენერიული დაავადებების, აბორტის და სხვა პრობლემების პრევენციისთვის.

შედეგად, ჩატარდა 5 შეხვედრა სტუდენტებთან და სკოლის მასწავლებლებთან ახალქალაქის 4 სოფელში, რომელსაც ჯამში 80 ადამიანი დაესწრო.

 

3. საინიციატივო ჯგუფი - მწვანე შუქი ქალებს

სამოქმედო გეგმა - გენდერული თანასწორობა - ქალების პერსპექტივის გაფართოების გზები

საინიციატივო ჯგუფის ლიდერი - ფირუზა ტერ-გრიგორიანი

პროექტის მიზანი იყო ქალთა ცნობიერების ამაღლება საზოგადოებრივ, რეგიონალურ თუ ქვეყნის დონეზე პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების მნიშვნელობის შესახებ.

შედეგად, ახალქალაქში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდა 6 ტრენინგი ქალებისთვის, რომელსაც 61 ადამიანი დაესწრო.