ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქალთა ფონდმა საქართველოში გასცა 10 გრანტი
1.აპლიკანტი: ქუთაისის კულტურულ ახალგაზრდული ცენტრი
პროექტის სათაური: თეატრალური წარმოდგენა კ. მიქელაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი
რეგიონი: ქუთაისი
პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე
მოთხოვნილი თანხა: 1280 USD
პროექტი გულისხმობდა ქუთაისში ფემინისტური ფესტივალის ფარგლებში პერფორმანსი გაკეთებას. სამი ქალის ისტორია - კატო მიქელაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე - გააცოცხლეს მიმოდრამით და აჩვენეს მათი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტები.
2.აპლიკანტი: იდა ბახტურიძე
პროექტის სათაური: ბარბარე ჯორჯაძის სახელობის ფემინისტური კაბინეტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 USD
პროექტი გულისხმობდა ბარბარე ჯორჯაძის სახელობის ფემინისტური კაბინეტის გაკეთებას ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
3.აპლიკანტი: აია ბერაია
პროექტის სათაური: ჰეგემონური მასკულინობა და ნაციონალიზმი პოსტსაბჭოთა საქართველოში
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 2500 USD
პროექტის მიზანია ფემინისტური საზოგადოების გაძლიერება, ტრანსგენდერების და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების ჯგუფის გაძლიერება, ტრანსფემინიზმის/ქვიარ ფემინიზმისთვის საფუძვლის შექმნა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომლის თემაცაა ჰეგემონური მასკულინობისა და ნაციონალიზმის კავშირი პოსტსაბჭოთა საქართველოში, ჰეგემონური მასკულინობის განვითარება და თანამედროვე სახე ნაციონალურ და ნაციონალისტურ კონტექსტებში.
4.აპლიკანტი: ნანა გაბაიძე
პროექტის სათაური: ქალთა უფლებები და გარემო
რეგიონი: მარნეული, სოფ.ხიხანი
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე
მოთხოვნილი თანხა: 685 USD
პროექტი გულისხმობდა სოფელ ხიხანში ნაგვის ურნების დადგმას და სოფლიდან ნაგვის სისტემატური გატანის უზრუნველყოფას.
5.აპლიკანტი: თეკლე მაჭავარიანი
პროექტის სათაური: მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "სელფი გაზქურასთან"
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 2500 USD
პროექტის მიზანია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ,,სელფი გაზქურასთან’’ მეშვეობით შუა ხნის ადამიანები, რომელთაც უჭირთ თანამედროვე ცხოვრების წესებზე ადაპტირება, დაარწმუნოს, რომ თანამედროვე სამყაროსთან შესაგუებლად საჭიროა იუმორი და თვითირონია. ასევე, ახალგაზრდებს სხვა კუთხით დაანახოს მშობლების თაობის წინაშე არსებული გამოწვევები, თუ რამდენად რთულია მათთვის ფეხი აუწყონ თანამედროვე მსოფლიოს რიტმს. ფილმის რეჟისორია ირინა ჯავახიძე.
6.აპლიკანტი: ეკატერინე სხილაძე
პროექტის სათაური: სამგზავრო გრანტი სტატუსის კომისიის სხდომაზე დასასწრებად
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 USD
7.აპლიკანტი: ლია უკლება
პროექტის სათაური: უხილავი ქალები
რეგიონი: ქუთისი
პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე
მოთხოვნილი თანხა: 2500 USD
პროექტის მიზანია ქალის უფლებრივი მდგომარეობის, მის ჩაგვრასთან დაკავშირებული პრობლემების არტიკულირება სახელოვნებო ენის გამოყენებით. პროექტი გულისხმობს ჭიათურის მაღაროსა და ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკაში მომუშავე ქალების გაცნობას, მათი საქმიანობის გადაღებას სახლში თუ სამსახურში, მათი პრობლემების მოსმენასა და მოკლე ფილმებად აწყობას. ასევე სამუშაო იარაღებისა და სხვა ნივთების გამოყენებით გამოფენის მოწყობას.
8.აპლიკანტი: სალომე ცოფურაშვილი
პროექტის სათაური: სექსუალობის თემა ქართველ მწერალ ქალთა ნაწერებში 1921-1990
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე
მოთხოვნილი თანხა: 700 USD
პროექტის საქმიანობა მოიცავს მწერალ და გენდერის მკვლევარ თამთა მელაშვილთან თანამშრომლობით საარქივო კვლევებს და შემდეგ მოძიებული მასალის ანალიზს და მისთვის საპუბლიკაციო სტატიის ფორმის მიცემას. მიმოხილული იქნება ქალი მწერლების ტექსტები და მათში ასახული სექსუალობა გასაბჭოებიდან 1990 წლამდე. კვლევის ამოცანებია აღმოაჩინოს ამ ქალების ისტორიის მიერ რეპრესირებული მხარეები, შეისწავლოს მათი თვითგამოხატვის ფორმები და გაანალიზოს მათი დამოკიდებულება საკუთარი სექსუალობისადმი, გამოცდილებებისა და თვითგანცდისადმი.
9.აპლიკანტი: თეკლე ქველაძე
პროექტის სათაური: ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 2 495 დოლარი
პროექტის მიზანს წარმოადგენს, თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და ქალური ნარატივის ქართული ფენომენის ხელახალი აღმოჩენა. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო კითხვის მივიწყებული ტრადიციის დამკვიდრებას და თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ნაწილად ქცევას.
10.აპლიკანტი: ჰეპა პლიუსი
პროექტის სათაური: ტრანსგენდერების საჭიროებების კვლევა
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 2500 დოლარი
პროექტის მიზნებია: თბილისში ტრანსგენდერების საჭიროებების კვლევა შპრიცების პროგრამის მიმართულებით და შედეგების ადვოკატირება აივ შიდსის პროგრამების პოლიტიკისა და ადვოკატირების სამუშაო ჯგუფთან; კვლევის რეკომენდაციების საფუძველზე ჰეპა პლუსის სერვის ცენტრის სოციალური მუშაკებისა და ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და რისკების შემცირების სპეციალისტების გადამზადება ტრანსგენდერების საჭიროებებზე მორგებული კონსულტირებისათვის.
10
გაცემული გრანტები