2017 წლის საგრანტო პროგრამის „ქალთა უფლებები და გარემოს დაცვითი სამართლიანობა“ ფარგლებში გაიცა 6 გრანტი.
მხარდაჭერილი პროექტებია:
1.აპლიკანტი: დედოფლისწყაროს ქალები
პროექტის სათაური: ქალები სუფთა გარემოსთვის
რეგიონი: კახეთი, დედოფლისწყარო
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო
დედოფლისწყაროში გარემოსდაცვის კუთხით სამი დიდი პრობლემა არსებობს: სასმელი წყლის პრობლემა (სათავე ავზები მეტრამდე ტალახითაა სავსე), ქოჩების ტბის დაშრობის საგანგაშო სიტუაცია და შირაქის ველებზე ქარსაფარი ზოლების თვითნებური ჭრა. არცერთი კუთხით სერიოზული სამუშაო არ მიმდინარეობს. ქოჩების ტბა სახსრებისთვის სამკურნალო თვისებების მქონეა, ატენიანებდა მთლიანად ქოჩების მინდვრების ტერიტორიას. დაშრობის შედეგად მის სიახლოვეს გახმობა დაიწყო მასიურმა წიწვნარმაც, რაც განახლებას საჭიროებს, ტბა კი მოითხოვს ფსკერის გაწმენდით სამუშაოებს, რათა ძირიდან კვლავ ამოვიდეს ახალი წყალი. პროექტის მიზანია მონიტორინგის გაძლიერება აღნიშნულ პრობლემებზე და დღის წესრიგში დაყენებული პრობლემების შემდეგ თვითმმართველობის მუშაობის გააქტიურება ყველა ამ პრობლემის მოგვარების კუთხით.
2. აპლიკანტი: საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
პროექტის სათაური: ეკომიგრაციის გენდერული ასპექტები
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო
პროექტის მიზნებია:ეკომიგრაციის გენდერული ასპექტების კვლევა დასაზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეკომიგრაციის გენდერული ასპექტებისადმი. პროექტის ამოცანებია: ეკომიგრანტი ქალების საჭიროებების კვლევა; საზოგადოებაში ეკომიგრაციის გენდერული ასპექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ეკოლოგიური კატასტროფის და მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის ზონებში არსებულ წინააღმდეგობებში ქალების ჩართულობის გამოვლენა; მწვანე და ფემინისტი აქტივისტების ჩართვა ეკომიგრანტ ქალებზე ინფორმაციის გავრცელების პროცესში. პროექტის ფარგლებში ანალიზი გაუკეთდება ეკომიგრანტთა შესახებ არსებულ საკანონმდებლო სივრცეს.
3.აპლიკანტი: თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
პროექტის სათაური: ძლიერი ქალი დედამიწის გადასარჩენად
რეგიონი: თეთრიწყარო
პროექტის ხანგრძლივობა:6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 3000 ევრო
პროექტის მიზანია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი საქმიანობის და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გენდერული და კლიმატის ცვლილების საკითხების შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: საინფორმაციო კამპანიები, გოგონების ბანაკის მოწყობა, ფილმის ჩვენება, გამწვანება, საინფორმაციო შეხვედრის ჩატარება და სხვა.
4.აპლიკანტი:ქალები ქვეყნის მომავლისათვის
პროექტის სათაური:სუფთა გარემო ჩვენი უფლებაა, დაცვა მოვალეობა
რეგიონი:იმერეთი, ხარაგაული
პროექტის ხანგძლივობა: 7 თვე.
მოთხოვნილი თანხა:3000 ევრო
პროექტის მიზანია ქალების გააქტიურება ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით. შესაბამისად პროექტში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში ქალთა სამუშაო ჯგუფების ორგანიზება; ტრენინგების ჩატარება ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემებისა და ამ სისტემაში საზოგადოების როლის თაობაზე; სტიქიური ნაგავსაყრელების დაფიქსირება, აღწერა - მოპოვებული მასალის საფუძველზე 3 ყველაზე დაბინძურებული ნაგავსაყრელის შერჩევა; შერჩეულ ნაგავსაყრელების მოწესრიგება-დასუფთავება და გამწვანების აქციების ორგანიზება; მოსახლეობაში ნარჩენების მიმართ ქცევის ნორმების დანერგვა.
5.აპლიკანტი:ქალები ბუნების გადარჩენისა და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის
პროექტის სათაური: გადავარჩინოთ გარემო და ის გადაარჩენს ჩვენს მომავალს!
რეგიონი:სამცხე-ჯავახეთი, ბორჯომი, ახალდაბა
პროექტის ხანგძლივობა:6 თვე
მოთხოვნილითანხა: 3000 ევრო
პროექტის ძირითადი მიზნებია ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიური საკითხების შესახებ. ასევე ბუნებრივი რესურსების მართვისა და გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მონაწილეობისა და მათი გარემოსდაცვითი და სოციალური უფლებების დაცვის ხელშეწყობა. შესაბამისად პროექტში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები: მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარება და გასაუბრება ეკოლოგიურ საკითხებზე; მონიტირინგის ჯგუფის შექმნა და ხის უკანონო გადამამუშავებელი სახერხების გამოვლენა; მოჭრილი ხეების მდგომარეობის მონიტორინგი (მოჭრისას იყო ხე დაავადებული თუ არა, ვინ გასცა ნებართვა და სხვ.); მოპოვებული ინფორმაციის გადაცემა ადგილობრივი ხელმძღვანელებისათვის.
6.აპლიკანტი: სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
პროექტის სათაური: ქალები სუფთა გარემოსთვის
რეგიონი:სამეგრელო, ზუგდიდი
პროექტის ხანგძლივობა: 6თვე
მოთხოვნილი თანხა:3000ევრო
პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა სოფლებში დასუფთავების საკითხების მოსაგვარებლად (ნაგვის ურნების დადგმა, დასუფთავების სამსახურის მომსახურება) ადვოკატირების კამპანიის წარმართვით; ასევე სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება და ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიური საკითხების (ნარჩენების მართვა, ნაგვის მავნე ზემოქმედება გარემოზე და ა.შ.) შესახებ საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიის წარმართვის გზით.
6
გაცემული გრანტები